რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მეეზოვეები დააჯილდოვა

22 Sep 2019 00:58

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონის მეეზოვეები დააჯილდოვა. ღონისძიება მეეზოვის დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხვედელიძის სახელობის სკვერში გაიმართა.


მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ და მისმა მოადგილემ დავით დოლიძემ  თორმეტ მეეზოვეს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობაც ესწრებოდა.


„ჩუღურეთის რაიონში არ არსებობს ქუჩა თუ სკვერი, სადაც ამ ადამიანების შრომის ნაყოფი არ ჩანდეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ის მეეზოვეები დაგვეჯილდოებინა, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთ პროფესიაში და ჩვენი მადლიერება სიმბოლური საჩუქრებით გამოგვეხატა. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქალაქის დასუფთავებისთვის და ჯანმრთელობა და წარმატება ვუსურვო“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი