სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

18 Sep 2019 12:25

დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 


"შეწყალება არ არის სავალდებულო რევიზია რომელიმე სასამართლოსი, ეს არ არის რაღაცა მეოთხე ძალაუფლება რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემდგომი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, იმ მოცემულობის, რაც არის. არც გამორიცხავს შეცდომას, არც იმას, რომ სხვას ქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებებზე. 


ამიტომაც, მე წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და იყოს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები შედგა პარლამენტის თავმჯდოამრესთან. 


შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს წესები, რომ არ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება. 


სამამ ეს წესები შემუშავდება, გამოვდივარ იმ ვითარებიდან, რაც შედგა, ვაცხადებ და ეს არის ჩემო სრული უფლება - მორატორიუმს შეწყალებაზე", - თქვა პრეზიდენტმა. 


მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 


პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 


"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი