"შეეშვით პრეზიდენტს, თორემ საერთოდ შეწყვეტს პატიმრების შეწყალებებს"- მამუკა ტუსკაძე

18 Sep 2019 12:05

უფლებადამცველი და დავების საბჭოს ყოფილი, წევრ, მამუკა ტუსკაძე, პრეზიდენტის მიერ გახმაურებული შეწყალებების ფაქტებს  ასე აფასებს:


"პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება ვისაც ჩათვლის საჭიროდ ის შეიწყალოს მათ შორის მკვლელი და კრიტერიუმები საერთოდ არაა საჭირო... შეეშვით პრეზიდენტს თორემ საერთოდ შეწყვეტს შეწყალებებს პატიმრების და ამით ზიანი ადგება დემოკრატიის ერთ ერთ ღირებულებას... ლიბერალურ მართლმსაჯულებას... არასწორია პრეზიდენტის ბულინგი ამ საკითხზე... შეეშვით"-  წერს ტუსკაძე. 


მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 


პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 


"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი