საკრებულოს სხდომაზე „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახისთვის ბინების გადაცემა დადებითად შეაფასეს

14 Sep 2019 11:11

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრები რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიასა და სამშენებლო კომპანია M2 შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება.


როგორც განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებულ 2500-მდე უიმედოდ დარჩენილ ოჯახს გაუჩნდა რწმენა.


„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი მოსახლეობას უპერსპექტივო და თითქმის უიმედო საკითხებში გვერდში უდგას. იქნება ეს საცხოვრებელი ფართების დაკანონება, თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობების დროს დაზარალებული ადამიანების  საცხოვრებლით დაკმაყოფილება,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება. მან ქალაქის მერიას და საინიციატივო ჯგუფს მადლობა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.


საკითხს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძეც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერს და მერის მოადგილეს ილია ელოშვილს 2500-მდე ოჯახის დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი