"ხაზარაძეს აკლია ლიდერის ქარიზმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ფინანსური, თუ რეპუტაციული კაპიტალი აქვს!"- მარიკა არევაძე

13 Sep 2019 10:58

ადვოკატი მარიკა არევაძე, მოძრაობა "ლელოს“ და მიმდინარე მოვლენების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"დღეს საჯაროდ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ბევრი ალტერნატიულ ძალად მოიაზრებდა. არ დააყოვნეს ბოტებმა და ატყდა აგრესიაც.


ზოგადად, ბევრი ბუნდოვანება იყო. ვაღიაროთ და ხაზარაძეს აკლია ლიდერის ქარიზმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ფინანსური თუ რეპუტაციული კაპიტალი აქვს. გარკვეულ წილად ვგულშემატკივრობ ლელოსაც და ყველა ახალ ძალას, რომლის ამოცანაც რუსი ოლიგარქისგან ქვეყნის გადარჩენა იქნება, მაგრამ დღეს ეს სამწუხაროდ ვერ დავინახე. მომეჩვენა, რომ გუნდის წევრსაც ჩაუვარდა ეთერი, თუმცა ეპატიება (ძნელია იურისტის აზროვნებიდან, შეფასებებიდან და მსჯელობიდან უცბად გადაეწყო ახალ არენაზე, რომელიც ბრძოლას გავს წესების გარეშე). მოკლედ, მოლოდინი უფრო მეტის მქონდა.


"გათიშე და იბატონე" - ამ მეთოდს იყენებდა რუსეთის მიერ დანიშნული მეფის ნაცვალი და ზუსტად იგივე ხდება დღეს. პოლიტიკური სპექტრი (თუკი ასეთი გვყავს) დაქსაქსულია. საკმაოდ საეჭვოდ ემთხვევა მოარულ ჭორებს გირჩის პოზიცია. ამით კარგად სარგებლოს პატრიოტთა ალიანსი და ასრულებს ჩრდილოეთიდან მიღებულ დავალებებს - ხალხის სახელით შეუტიოს ამერიკას და დასავლეთს. იციან მათი ამომრჩევლების გული, როგორ უნდა მოიგონ "პური და სანახაობით", თუმცა მხოლოდ სანახაობას სთავაზობენ, პურის გარეშე.


ყველა რაღაცას ცდილობს, ყველა ალიანსზე ფიქრობს, თუმცა განცდა მაქვს, რომ ყველასთვის მთავარი პირადი კეთილდღეობის და მეტი სარგებლის მიღებით წყდება ალიანსის ამბები.


ამასობაში:


- მცოცავი ოკუპაცია აღარ ჰქვია იმას, რაც ახალგორში ხდება. სხვათაშორის რომ არა მთავარი არხი, ერთი კვირის დაგვიანებითაც ვერ გავიგებდით იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ;
- მართლმსაჯულება გვენგრევა;
- სანახაობები იმართება დასავლური კურსის წინააღმდეგ;
- მიდის ერის დემორალიზაცია;
- ლარი პრაქტიკულად აღარ გვაქვს;
- ქვეყანას ნელ-ნელა აბარებენ რუსეთს ...


დიდი ხანია ვერიდები მიმდინარე მოვლენების შეფასებებს სოციალურ ქსელში, მაგრამ ამათი შემხედვარე დუმილიც რომ დანაშაულია !!!"- წერს მარიკა არევაძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი