"რას ნიშნავს ამერიკელი დიპლომატის ეს თავხედური საქციელი? როგორ ბედავს, ასე ელაპარაკოს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერს? ქალბატონს?"- გიგლა გობეჩია

11 Sep 2019 00:44

განათლების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"გამაგებინეთ ერთი, რას ნიშნავს ამერიკელი დიპლომატის ეს თავხედური საქციელი?


როგორ ბედავს ეს უზრდელი, ასე ელაპარაკოს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერს? ქალბატონს?


მაინტერესებს, სულ ეს არის ამერიკული კაშკაშა დემოკრატია, თუ ეყოფა ვინმეს ბოდიშის მოხდის სიმამაცე ვინმე კრამერის ასეთი თავხედობისთვის?


და კიდევ, იქ, იმ დარბაზში კაცთაგანი, ქართული რაინდული სულით, არავინ იყავით?


აღარაფერს ვამბობ იმ ჭურნალისტებზე, რომლებიც სრული დუმილით შეხვდნენ კოლეგის გაძევებას დარბაზიდან!"- წერს გობეჩია. 


შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.



კომენტარები:

ფართი შოპი