"ქალბატონი ინაშვილი, ივანიშვილის სპიკერი, ხმაურის მოსაწყობად მობრძანდა, როცა პანელი ეხებოდა პუტინის რეპრესიულ პოლიტიკას"- გიგა ბოკერია

11 Sep 2019 00:41

ქალბატონი ინაშვილი, ივანიშვილის სპიკერი ხმაურის მოსაწყობად მობრძანდა, როცა პანელი ეხებოდა პუტინის რეპრესიულ პოლიტიკას - ესეც სიმბოლურია, რათა მისმა უფროსებმა მოსკოვში დაინახონ, რომ მუშაობს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე სართაშორისო კონფერენციაზე Now What? "პატრიოტთა ალიანის" ლიდერის, ირმა ინაშვილის მისვლას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.


ბოკერიამ გაიხსენა წლების წინ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტი, სადაც მისივე თქმით, პრორუსულმა ძალებმა დემონსტრაცია მოაწყვეს.


"ბუშის ვიზიტი გამახსენდა, ზოგიერთმა პრორუსულმა ჯგუფმა პატარა დემონსტრაცია მოაწყო და პლაკატები ხელში რუსულად ეჭირათ, რომ თარგმანის რესურსი არ დახარჯულიყო - პირდაპირ რომ ნახავდნენ რუსულ ტელევიზიაში, გასაგები ყოფილიყო, რას შვრებოდნენ. ამასაც ხომ შეეძლო სხვა დროს მოსულიყო, მაგრამ იტყვის, რომ ზუსტად მაშინ მივიდა, როცა პუტინს აგინებდნენ", - განაცხადა ბოკერიამ.


ამასთან, მისი თქმით, პრორუსულ ძალებს საქართველოში მშვიდობიანად,არჩევნების გზით უნდა დაესვას წერტილი.


"რაც შეეხება ირმა ინაშვილის საქციელს,ასეთი პოლიტიკური ველურები, როგორიც ქალბატონი ირმა და მისი გუნდი არიან, ყველა ნორმალურ ქვეყანაშიც არსებობენ. ჩვენი პრობლემაა არა ის, რომ ირმა ინაშვილი ასეთია,არამედ ის, რომ ის დღეს ღიად წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. "ქართული ოცნების" სპიკერია, ამას ყველა ვხედავთ არჩევნებზეც, მოსმენაზეც. ანუ,ეს არის ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი სახე გიორგი გახარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ისინი ერთი სული და ერთი ხორცი არიან. ეს არის პრობლემა და საქართველოსთვის დიდი საფრთხე. ამას წერტილი მშვიდობიანად უნდა დავუსვათ შემდეგ არჩევნებზე .დღეს როგორც მოიქცა, ეს ტიპიური ამბავია. ისინი პუტინის კლასიკურ პროპაგანდას ეწევიან, რომ თითქოს ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას. ეს ყველაფერი პირიქით არის. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს გადარჩენისა და ჩვენი თავიუსუფლების დაცვის გზა. შემდეგ უკვე მშვიდობიანად ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის გზა.ა ქ ირონია რაში მდგომარეობს?! ზუსტად ის ხალხი ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით და ომი არავის უნდა,არც ჩვენ, არც არავის და იქვე ამბობენ,რომ თურმე ომი უნდა გამოვუცხადოთ რუსეთს ნატოში- გაწევრიანებისას. ეს ხომ არის საბაბი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. იძახიან, რომ სანამ ოკუპირებული ხართ, ნატო-ში ვერ მიგიღებენ. 2006 წლიდან დაიწყო პრორუსულმა ძალებმა პუტინის პროპაგანდა, რომ ნატო-ში თუ შეხვალთ, აფხაზეთზე უარი უნდა თქვათ.პირიქითაა ყველაფერი", - განაცხადა ბოკერიამ.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი