"ასეთი ერთობა, რწმენა და სახელმწიფოებრივი აზროვნება გვჭირდება ჩვენც, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ოკუპაცია!"- ირაკლი მეზურნიშვილი ღონისძიებას "ბალტიის ჯაჭვი" დაესწრო

10 Sep 2019 17:26

დეპუტატი და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას "ბალტიის ჯაჭვი" - დაესწრო.  


ღონისძიებას მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ლატვიის პრეზიდენტი ( 2007-2011) ალდის ზატლერსი, საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების, საქართველოში მოქმედი სხვა ქვეყნების საელჩოები, სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგისსახელმწიფო მოღვაწეები.


როგორც დეპუტატმა საინფორმაციო სააგენტო ,,მხარეს" განუცხადა, მისთვის დიდი პატივია ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდეს ამ ღონისძიებაში.


"ის 30 წლის წინანდელი ჯაჭვი, სიმბოლოა მარადიული ფასეულობების, სწორედ ასეთი ერთობა, რწმენა და სახელმწიფოებრივი აზროვნება  გვჭირდება ჩვენც, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ოკუპაცია და ერთმანეთის თანადგომით გავერთიანდეთ საერთო მიზნის - ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარშემო,"-აღნიშნა დეპუტატმა. 



როგორც ცნობილია, 1989 წლის 23 აგვისტოს ლატვიის, ლიეტუვის  და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რაც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა. მშვიდობიანი აქციის შედეგად პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები: რიგა, ვილნიუსი და ტალინი.


აღნიშნული ღონისძიებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ აქციით  სოლიდარობა  გამოუცხადა  ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის მშვიდობიან აქციას და ამასთანავე თავის პროტესტი გამოხატა  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ.  

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი