"აქტივისტებმა, პარლამენტთან ცხვრები მოგვიყვანეს. გადაახვიონ 10 წლით ადრე, როცა მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ "ბეე“-ს იძახდა"- ნუკრი ქანთარია

08 Sep 2019 23:32

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ცხვრების მიყვანის ფაქტს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, 10 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენონ, როდესაც „ ყველა „ნაციონალი“ „ბეე“-ს იძახდა“.


„ 2 პოლიტიკური, მავნებლური ჯგუფი და მასთან ასოცირებული ჯგუფები, თავგანწირული, სასოწარკვეთილი ცდილობენ გაასაღონ ტყუილები სიმართლედ. ფაქტობრივად, ხდებიან სიცრუის გამყიდველები და უნდათ, რომ გაყიდონ ეს სიცრუე. გარეთ დგას რაღაც ჯგუფი და უნდათ ოკუპაცია გააპროტესტონ, ყვირიან „რუსეთი ოკუპანტია“ და ალბათ, ჩვენი ბრალია ყველასი, რომ ამ ხალხმა ახლა გაიგო ეს ამბავი. ჩვენ გვაბრალებენ, არადა, ხომ ვიცით, რომელი ხელისუფლების მეშვეობით მოხდა ეს ოკუპაცია საქართველოში. ახლა მოიყვანეს ცხვრები, მოაბეს ყელზე თოკები და ისე მოათრიეს (ალბათ, ცხოველთა დაცვის საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, რადგან ცხვარს ყელზე არ აბამენ თოკს და არ დაათრევენ აქეთ-იქით). თუ ამით იმის თქმა უნდათ: აი, უმრავლესობა როგორი მორჩილია - გადაახვიონ 10 წლით ადრე, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ „ბეე“-ს რომ იძახდა - გვახსოვს ასეთი საქართველო. თუ უნდა მათ მეცხოველეობის განვითარებაში რაღაც წვლილი შეიტანონ და გვიკარნახონ, ჩვენ დავეთანხებით, იმიტომ, რომ მართლაც საჭიროა, დაუზარებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი