გიორგი გახარია: „ვიყავი და დავრჩები ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი პოლიციელის ლობისტად“

08 Sep 2019 18:04

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში დასკვნითი სიტყვით

გამოსვლისას განაცხადა, რომ პროფესიონალი მოხელეების უნდა იყვნენ

დაფასებულები. გიორგი გახარიას თქმით, იყო და რჩება კეთილსინდისიერი

პოლიციელების ლობისტად.


„ყველა კეთილსინდისიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი მოხელე უნდა

იყოს დაფასებული და ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს პოლიტიკური პლატფორმიდან მის

ბულინგს. დიახაც, მე ამ ადამიანებს დავუჭერ მხარს და ვიქნები მათი ლობისტი,

ისევე, როგორც ვიყავი და დავრჩები ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი

პოლიციელის ლობისტად. ეს არის სახელმწიფო და ვფიქრობ, ეს არის ყველა

ნორმალური ადამიანის და პოლიტიკოსის მისია და ფუნქცია.“-განაცხადა გიორგი

გახარიამ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი