მიხიელ ბატიაშვილი: მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია მათ კომპეტენციასთან

08 Sep 2019 14:19

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში მთავრობისთვის ნდომის გამოცხადების საკითხის განხილვისას, განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ანაზღაურებისა გაზრდისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

„შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა კომპონენტს, იმას თუ რა უნდა განხორციელდეს თითოეულ სფეროში. გამოწვევა საკმაოდ ბევრია, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული როგორც ჩვენი პედაგოგების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით პირობების გაუმჯობესებით. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია სწავლების ხარისხის ზრდასთან. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა გულისხმობს კონკრეტულ ნაბიეჯებს თითიოეული მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ 2022 წელს, ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის პირობებში, ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ.

რაც შეეხება მასწავლებლების კვალიფიკაციის ზრდას - რეფორმის ფარგლებში, პედაგოგეგბის პირობების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის ზრდასთან. მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში შემოდგომიდან პედაგოგების პირობების გაუმჯობესება ხდება, მათი კვალიფიკაციის შესაბამისად. ხელფასები ეზრდებათ მათ, ვინც კვალიფიკაცია დაადასტურეს ან დაადასტურებენ უახლოეს პერიოდში. ჩვენი რეფორმა ფაქტობრივად ორი პარალელური გზით მიმდინარეობს - ერთი ეს არის თავისთავად პირობების გაუმჯობესება, ხოლო მეორე პედაგოგების მხრიდან ის ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელმაც სკოლებში, ადგილზე უნდა მოგვცეს შედეგი.“

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი