ნიკა ჩიტაძე - “ოცნების” რეიტინგი დაცემულია, შესაძლებელია არაკანონიერი და ბინძური ბრძოლის მეთოდებს მიმართონ

07 Sep 2019 21:01

"ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა არ არის ქუჩის ოპოზიცია. გახარია ვერ ხვდება, რომ პარტიას ჰყავს სტაბილური ელექტორატი. მეორე, გახარიას არაკონსტრუქციულობა იმაში გამოიხატება, რომ ამით არა მხოლოდ ნაცმოძრაობას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ პრობლემაა ის, რომ ამომრჩეველსა და თავის თანამემაულეებს აყენებს შეურაცხყოფას თავისი განცხადებებით - საუბარია ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნიკა ჩიტაძე: “ოცნებამ” შეიძლება არაკანონიერი და ბინძური ბრძოლის მეთოდებს მიმართოს”.


“როდესაც გახარია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობს არის ქუჩის ოპოზიცია, ნაცმოძრაობის წევრებს შეუძლიათ თქვან, რომ ის არის ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს 75-მდე პარტიას, რომელიც ორიენტირებულია მემარჯვენე-ცენტრისტულ იდეებზე და რომელსაც უკავია უმრავლესობა ევროპარლამენტში. ასევე ნაცმოძრაობა არის საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრი, რომელიც აერთიანებს 80-მდე პოლიტიკურ პარტიას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან და ის არანაირად არ არის ქუჩის ოპოზიცია. ეს არის შეურაცხყოფა. მით უმეტეს, როდესაც მუქარის ტონი ისმის ტონის ისმის პრემიერის მხრიდან, ამ შემთხვევაში მისი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე. ის არის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ვინაიდან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. შესაბამისად, ეს არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსის განცხადება, როდესაც ისმის მუქარის ტონი და შეურაცხყოფა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.


“გახარია უნდა იცავდეს როგორც “ქართული ოცნების”, ისე ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიებისა თუ აპოლიტიკური ადამიანების უფლებებს და უნდა იზრუნოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების ამაღლებაზე. მიმართვა - დაგასრულებთო, ცოტა ხისტი განცხადებაა. ის დადებითად არ იქნება აღქმული არც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა. ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. თუ გინდა დაამარცხო ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ის დაამარცხე კონკურენტუნარიან ბრძოლაში, განახორციელე შესაბამისი რეფორმები, აამაღლე ცხოვრების დონე ქვეყანაში და შენი პარტიის რეიტინგი მაღლა აიწევს და ამ გზით გაიმარჯვებ. როდესაც ასე არ ხარ და როცა გინდა, რომ ბინძური მეთოდებით მართო ქვეყანა, ამ მეთოდებით ქვეყანა ვერ განვითარდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.


“შესაძლოა, რაღაც დროის განმავლობაში “ოცნებამ” პოზიციები განიმტკიცოს, მაგრამ საბოლოო ჯამში წააგებს ქართული სახელმწიფო და მათ შორის “ოცნება”. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით მართავდა ქვეყანას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი პრემიერობისას 19 რეგიონში მოხდა თავდასხმა ნაციონალურო მოძრაობის ოფისებზე. ღარიბაშვილმა მაშინ ამას ჩვეულებრივი მოვლენა უწოდა ხალხი მხრიდან, რადგან ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ორგანიზაციააო - ეს ყველაფერი მაშინ აისახა “ჰუმან რაითს ვოტჩის” ანგარიშში. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება გახარია, ისევე ივანიშვილს, რომელმაც წარადგინა გახარია და იმ ადამიანებს, რომლების ამტკიცებენ გახარიას პრემიერის პოსტზე”, - დაასკვნის პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ეს რიტორიკა ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადადის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაზე, გნებავთ, განეიტრალებაზე...” - პასუხობს:


“არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს პოლიტიკა გველოდებოდეს იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნების” რეიტინგი დაცემულია, შეაძლოა მათ მიმართონ ბრძოლის არაკანონიერ და ბინძურ მეთოდებს. ის, თუნდაც რაც ხდებოდა ადრე, როცა ხალხს აჩვენებდნენ წამების კადრებს, თუნდაც ბავშვებს აჩვენებდნენ იმას, როგორც ხდებოდა წამება ციხეში. თუმცა იმ გაუპატიურების კადრებში არავინ იცის, ვინ ვინ არის, მაგრამ ამას ჰქოდა შესავალი, რომ აი, ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან მწამებლები. თუ ვინ ჩადიოდა ციხეში სიბინძურეს გასარკვევია, ვის არის ის, და ვის დავალებას ასრულებდა. რომ ხდებოდა ცხადია, მაგრამ ვინ აკეთებდა ამას? ბედუკაძეც აკეთებდა და გამოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებასთან იყო შეკრული და ამიტომაც მოუხსნეს ყველანაირი სისხლის სამართლის დანაშაული - შეკრული რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მოუხსნიდნენ... მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საკადრო პოლიტიკა არ იყო შესაბამისი სასჯელაღსრულების სისტემაში".


“უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენტული ბრძოლა. ყველა უნდა შეეგუოს, მათ შორის მმაფრთველი ძალა, რომ შესაძლოა დამარცხდეს არჩევნებში. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ნაციონალურმა მოძრაობამ დათმო 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების წაგების შემდეგ. ამავე დროს ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც არ გადავა შურისძიებაზე. უნდა შევეგუოთ, რომ ერთი პარტია მიდის ხელისუფლებიდან და მეორე მოდის. ეს არ არის ჩვენთან იმის გათვალისწინებით, რომ შემოწირულობების 90%-ს იღებს “ქართული ოცნება”, პლუს ბინძური საინფორმაციო კამპანია, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. რა თქმა უნდა დიდი ხანია ვხედავთ პოლარიზაციის ნიშნებს...” - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი