საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს 33%-ით, ხოლო, ჰიპერაქტიურობის რისკს 17%-ით ზრდის

07 Sep 2019 19:46

"საგანგაშოდ მაღალია ჩვენთან საკეისროების მაჩვენებელი, ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე. ეს ძალიან სანდო კვლევა კი გვეუბნება აუტიზმის რისკი 33%-ით მეტიაო ასე დაბადებულებში... შეზღუდვებიც არის დაწესებული და მითითებებიც არსებობს, სამწუხაროდ არ შველის საქმეს, ცნობიერება არის შესაცვლელი ახალგაზრდების" - ამ კომენტარით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში პაატა იმნაძემ გამოცემა Medscape-ში გამოქვეყნებული სტატია სოციალურ ქსელში გააზიარა. ვინაიდან სტატიის თემა ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, მისი შინაარსი ქართულ ენაზეცსაინტერესო იქნება მშობლებისთვის.


საკეისრო კვეთა აუტიზმისა და ჰიპერაქტიურობის რისკებს ზრდის. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Medscape აქვეყნებს.


მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 19 ქვეყანაში 61 სხვადასხვა კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათი დასკვნის მიხედვით, საკეისრო კვეთით დაბადებულ ახალშობილებს შორის აუტიზმის რისკები 33%-ით, ხოლო ჰიპერაქტიურობის 17%-ით მაღალია.


კაროლინსკას ინსტიტუტის ფსიქიატრიული კვლევების დოქტორი ტიანიან ჩანგი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქალების მიერ საკეისრო კვეთის ნებაყოფლობით გაკეთების შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა, რითაც ისინი საკუთარ შვილებს გაუაზრებლად საფრთხეს უქმნიან.


ჩანგის აზრით, საკეისრო კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს თუ დედისა ან ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამას ექიმები ჩათვლიან საჭიროდ.


ამასთანავე, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასთმისა და ჰიპერაქტიურობის გარდა საკეისრო კვეთისდროს ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის, ალერგიისა და 1-ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობები გაცილებით უფრო მაღალია.


ამიტომ მათი აზრით, საკეისრო კვეთის ნებაყოფლობით გაკეთება აკრძალული უნდა იყო და ის მხოლოდ ექიმის ნებართვის შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი