მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრად, გამოკითხულთა 10%-ს სურს, გიორგი გახარია კი - 90%-ს

02 Sep 2019 01:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრად, გამოკითხულთა 10%-ს სურს, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია კი, 90%-ს.


"რომელ მათგანს ისურვებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრად?" (მაია ცქიტიშვილს, თუ გიორგი გახარიას),  - ასე იყო დასმული შეკითხვა. 


გამოკითხვა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დაიწყო და 3 დღის მონაცემებით, გამოკითხვაზე წვდომა 6 838 ადამიანს ჰქონდა. მათგან, გამოკითხვაში მონაწილეობა 600-მდე ადამიანმა მიიღო. 


გამოკითხვაში მონაწილე 60 ადამიანი (10%) ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მაია ცქიტიშვილი სურს, ხოლო, 537 (90%) ადამიანისთვის პრემიერად გიორგი გახარიაა მისაღები. 


როგორც ცნობილი ხდება, მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.


როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაკეთდება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი