დიკა სალაყაია არის ჟურნალისტი, სოციალური მეცნიერებების სპეციალისტი, პოეტი და გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან:
მაღიზიანებს - სიბეცე, მარაზმი და ყველაფერი ზღვარსგადასული .. ;
ვგრძნობ - რომ უფალი ყველგან არის;
მეშინია - დღის როდესაც მზე არ ამოვა;
ვიცი - დაღმართს აუცილებლად მოსდევს აღმართი;
არ ვიცი - როგორ სძინავთ ღამე ბოღმიანებს;
შემიძლია - სხვისი ტკივილი მტკიოდეს;
არ შემიძლია - მოვიტყუო/მოვატყუო;
ვმეგობრობ - მათთან ვისაც ჩემსავით უხარია სიკეთის და ღიმილის გაცემა;
ვაპატიებ - შეცდომებს და არა სიცრუეს (ისიც გააჩნია ვინ არის დამანაშავე :)
ვტირი - როცა ემოციების კოკისპირულ თავსხმაში ვარ;
ვიცინი - პლაგიატებზე;
ვეძებ - ადამიანებში დაკარგულ სითბოს, ღიმილს, რწმენას;
ღირსი ვარ - მადლობა უფალს, იმისთვის რისი ღირსიც გამხადა;
ვჩხუბობ - იშვიათად;
ვკარგავ - ზოგჯერ დროს;
მშურს - მათი, ვინც ზაფხულის დილებს მთის მწვერვალებზე ხვდება;
ვემალები - ზოგჯერ საკუთარ თავს;
ვემტერები - გაუნათლებლობას;
მაინტერესებს - ჩემი ქვეყნის მომავალი;
არ მაინტერესებს - სერიალები;
მახსოვს - ის გოგო ბებიას ეზოში გლიცინებს რომ კრეფდა;
მრცხვენია - როცა მაქებენ;
ვმალავ - ზოგჯერ დარდებს;
ვინახავ - უამრავ მზისფერ დღეებს და გლიცინიებისფერ მოგონებებს;
მწამს - ‘ზამთარს მუდამ მოსდევს აპრილები, მუდამ დღით სრულდება ღამე"...
მიკვირს - ადამიანების, რომლებსაც არ სურთ გაიზარდონ და განვითარდნენ;
მიხარია - რომ მეძახიან "დეს";
ვჭორაობ - ვიწრო წრეში :)
ვდარდობ - "საკუთარ ტკივილს ვივიწყებ ზოგჯერ, სხვის ტკივილებზე ვდარდობ"...
ვამაყობ - ჩემი ოჯახით;
ვაკეთებ - რაც გულით მიყვარს;
ვეფერები - შვილებს და მერე დანარჩენ სამყაროს;
მსიამოვნებს - როცა მთაში ხელებს ვშლი და ვგრძნობ, რომ იწვიმებს;
მესიზმრება - იშვიათად;
ვეხმარები - მადლობა უფალს, რომ მაძლევს შესაძლებლობას ხშირად დავეხმარო სხვებს;
ვეწევი - არაფერს (ისედაც დავფრინავ ლექსებით :)
მწყინს - როცა უსამართლოდ და დაუფიქრებლად მექცევიან;
ვხარჯავ - დროს, ზოგჯერ უაზროდ;
ვღალატობ - არავის და საკუთარ პრინციპებსაც არასდროს!
ვკამათობ - საკუთარ თავთან;
ვუხეშობ - არ გამომდის;
ვუსმენ - კლასიკურ მუსიკას, ზაფხულის წვიმას და გულისთქმას :)
ვყოყმანობ - ხშირად (ჰოროსკოპით სასწორი ვარ)
ვკითხულობ - ბევრს;
ვამზადებ - გემრიელ კერძებს;
ვუყურებ - "ჩემი ცოლის დაქალებს";
ვკლავ - ჩემში ყველა სიზარმაცეს;
ვაფუჭებ - ტანსაცმელს;
ვცხოვრობ - ქვეყანაში რომელსაც სამწუხაროდ ყოველთვის მხოლოდ წარსული და მომავალი აქვს ( ქართველებს გვქონდა და ყველაფერი კარგად იქნება);
ვცემ - პატივს ყველას და ყველაფერს;
ვყვირი - გამონაკლის შემთხვევაში;
ვმღერი - როცა მარტო ვარ;
ვასრულებ - დღის ბოლოს ლექსებით;
დავდივარ - ხშირად ბევრს;
ვმკურნალობ - დარდებს ლექსებით;
ვერიდები - ხმაურს;
ვთამაშობ - შვილებთან;
ვიტყუები - იშვიათად;
ვეთაყვანები - მწამს უფლის;
ვგიჟდები – ივლისის კოკისპირულ წვიმაზე;
მიყვარს - მთა, გლიცინიები...
ვოცნებობ - ხშირად;
ვფიქრობ- ძალიან, ძააააალიან ბევრს;
მძულს - სიკვდილი;
ვნანობ- არაფერს (ყველა შეცდომა კარგი გაკვეთილია);
კმაყოფილი ვარ - საკუთარი თავით თითქმის არასოდეს;
მენატრება - ბავშვობა, სოფელი და ბებია;
მსურს - ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არსებობდეს და ყველა პოულობდეს საკუთარ ნატვრის თვალს;
ვაგროვებ - ხარახურა სამკაულებს და მერე ვჩუქნი;
ვიხდი - მადლობას;
ვეჭვიანობ - უკვე აღარ ვეჭვიანობ;
„ვკაიფობ“ - არაფერზე (ზოგჯერ ბოღმიანებს დავცინი);
ვიზიდავ - და ვაგროვებ პოზიტივებს;
ვალამაზებ - ალბათ ჩემს წილ სამყაროს.
გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები