ამბავი ანაკლიაზე, "დენდებზე", ჯვარკომბალა და ტროსტიან "გმირებზე" და ნამდვილ გმირებზე

17 Aug 2019 23:49

„ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან, მას შეუძლია იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი”. - საქართველოში, აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუთი. 


დიახ, ანაკლია უნდა აშენდეს და თანაც რაც შეიძლება მალე, ის არ უნდა შეეწიროს ვიწრო მერკანტიულ ინტერესებს ამოფარებულ პოლიტიკანებს და არც ჩვენი ქვეყნის  მტრის ზრახვებს  ინტერესებს. არც მტრის ხატის შექმნით დაკავებულ ადამიანთა ჯგუფებს ასე გულუხვად რომ ჩვევიათ  იარლიყების ჩამორიგება, საზოგადოების დისორიენტაციისთვის. ტროლებს, ბოტებს და ხელოვნურად შექმნილ მორაინდო ფიგურებს, რომლებიც რაშებზე ამხედრებულები სისტემის შეცვლას გვპირდებიან... ოღონდ მათ "გმირობებზე" არაფერი გვსვმენია ჯერ. არაფერი ვიცით სად იყვნენ, როცა ანწუხელიძე მტერს აკვდებოდა დაუჩოქებლად, როცა შინდისის გმირები საქართველოს ისტორიას წერდნენ, როცა ომების ან სამშვიდობო მისიებში მონაწილე  გმირების  ოჯახებს  გამხნევება, ან თანადგომა სჭირდებოდათ, თუმცა არა, ისინი ღირსეულო ხალხი არიან, არასოდეს შეაწუხებენ წუწუნით და პირადი ტრაგედიით არავის. მათ იციან სახელმწიფო და საქვეყნო საქმე უჩუმრად უნდა აკეთო და თან, ვალია ამის კეთება. ისეთი ვალი კი არა, მევახშეები რომ ფიქრობენ აღებ-მიცემობით, არა საკუთარი  სიცოცხლითაც  გადასახდელი ვალი ქვეყნის წინაშე. ასე იტირეს ამ აგვისტოს 11 წლისთავზე საკუთარი შვილები, ძმები და ქმრები, "თუ შენს სიკვდილით ეს ქვეყანა უკეთესი გახდება ალალი იყოსო" - რა ძალა და უნარი უნდა ამის თქმას, რა ღირსების გრძნობა და პასუხისმგებლობა უკვე მკვდარი შვილის და მისი შთამომავლობის წინაშე. თუ დავუკვირდებით, არცერთ შვილმკვდარ დედას, არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი  სიტყვითაც კი  არ კი  დაუდანაშაულებია შვილის სიკვდილში,  ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენო - თვალცრემლიანები მხოლოდ ამას ამბობენ. სხვებმა აძახეს ერთმანეთს და სხვებმა იწერეს ქულები პოლიტიკური დივიდენდებისთვის...


ამას, ვერასოდეს გაიგებენ   კომკავშირული სულისკვეთებით მოაზროვნე მოდენდო ტიპები.  ამას, ვერასდროს გაიგებენ ყველა დროში მხოლოდ "საქმის დალაგებაზე" ორიენტირებული საქმოსნები.  ეს, იმ საქართველოს გამოძახილია, ამათი თარეშის გამო რომ ხშირად ვეღარ აღწევს ჩვენამდე მათი ხმა,  ეს ის საქართველოა, რეალურად, ჯერ კიდევ რის გამოც ჩვენს თვითმყოფადობას და ეროვნულობას საფრთხე არ ემუქრება. ეს ზუსტადაც პროევროპული, ნამდვილი ღირებულებებზე დაფუძნებულო საქართველოა. ერგულებაზე, პატრიოტიზმზე, თავისუფლებისკენ ლტოლვასა და სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა. რადგან ევროპა ეს არაა მხოლოდ სიტყვა,ესაა ფასეულობები და როცა ჩვენ ვამბობთ რომ იგივე ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზალიბერალიზაციით ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახში ვბრუნდებით სწორედ ფასეულობებს ვგულისხმობთ პირველ რიგში. 


ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაც ამ ბიჭების გმირობაზე გადის. სწორედ ისინი, ჩვენი ქვეყნის სახელით იცავენ მშვიდობას ცხელ წერტილებში. ანაკლიაზეც გადის, დიახ, ანაკლიაზე და რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს პროექტიც ერთი მუჭა ადამიანების დაპირისპირების საგნად იქცა და ამით სწორედ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი... არადა, რა ძნელია, უყურე შვილმკვდარი ძაძაშემოსილი დედის თვალით თეთრ ცხენზე ამხედრებულ მდიდარ "გმირებს" რომლებსაც შენი სამშობლოს თავშეწირული შვილი არასდროს გახსენებია და ახლა, ღირსებისთვის ბრძოლას გპირდება.  შენ, რომელსაც პურისყუით, გამოზრდილ შვილს საკუთარი სიცოცხლის ფასად უახლესი ისტორია დააწერინე. 


P.S.  ანაკლიაზე, მორიგი სპეკულაციიდან, ისევ ჩვენმა მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკამ გვიხსნა. აგორებულ ისტერიაში, არიქა ამერიკელებმა პროექტი დატოვესო, საქართველოში  ამერიკის   ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მშვიდი და ლაკონური განცხადება სწორედაც დროულად გაისმა: „ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი”. 


ანაკლია, აუცილებლად აშენდება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ! ჩვენი გმირი ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების დახმარებით, ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ჩვენი მტრები და ჩვენი "დენდი" ფსევდო გმირები, მათი მერკანტიული ინტერესებიანად. ღირსეულად, ღირსებით!



ავტორი: გიორგი ანდღულაძე
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი