ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

09 Aug 2019 23:37

აღნიშნულის შესახებ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.


გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.


ნიკა გვარამია დღეს ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არის დაბარებული. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.



კომენტარები:

ფართი შოპი