რას ფიქრობენ დანიელი ტურისტები საქართველოზე (ვიდეო)

30 Jul 2019 14:00

კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები, საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ.


კერძოდ, ქალაქ კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიდეო-რგოლი მოამზადეს, რომლისთვისა ჩაწერეს ის ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.


კლიპი მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.


,,ჩვენი დიდი სურვილი იყო, მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს",- აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.


,,თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოვებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვად. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი, რასაც ვაკეთებ, ქართული რესტორნის ძებნაა. ხაჭაპურის და ხინკლის მოყვარული ვარ", - ტრინე დანიიდან.




პროექტის ორგანიზატორები: მარიამ შონია, მარი ნადარაია, თამარ კაკუბავა, გიორგი ვადაჭკორია, სემ ვინთერ სმიტი და ცირა ქობალია - სრული ენთუზიაზმით, მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით.


ისინი, ვიდეოს სისრულეში მოყვანისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სემ ვინთერ სმიტს ნორვეგიიდან.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი