"ასეთ ცუდ დღეში, მინიმუმ 10 წელია არ ვყოფილვართ... ვიჯდეთ და ასე მშვიდად ჩავუშვათ ფილტვებში ეს ე.წ. "თავისუფალი ჰაერი" მანამ, სანამ არ გაგვაქრობენ სრულად"-მარიკა არევაძე

26 Jul 2019 14:20

ადვოკატი მარიკა არევაძე, "ფეისბუქის" საკუთარ გევრდზე წერს:


"- ხორავას ქუჩის საქმე;
- მაჩალიკაშვილის საქმე;
- ბასიანის დარბევა და შემდეგ ბერას კლიპით მარიხუანას ლეგალიზების მცდელობა;
- "ბავშვთა სამყაროს" საქმე და დამწვარი ბაზრობები;
- ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე;
- ანაკლიის პროექტის პერმანენტული ჩაშლის მცდელობები;
- გავრილოვის ჩამოყვანა, 20 ივნისის დარბევით;
- კრიტიკული მედიის მოკვლის მცდელობა;
- ტერორი ბიზნესზე (თუნდაც ომეგას საქმე);
- ტროლების არმია;
- სასამართლოს კონტროლის მცდელობა;
- პოლიტიკური ოპონენტების დევნა;
- პრორუსული და აგრესიული ნაცისტური ძალების მობილიზება;
- ეკონომიკის რუსეთზე მიბმა;
- უკიდურესად გაუფასურებული ლარი;
- არჩევნების გაყალბება;
- გამილიონერებული პარლამენტარები;
- სახლკარ დაკარგული ხალხი და მევახშეობა;
- შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმე

და კიდევ შეიძლება ამ სიის გაგრძელება !!!

ასეთ ცუდ დღეში მინიმუმ 10 წელია არ ვყოფილვართ და რავიცი, ვიჯდეთ და ასე მშვიდად ჩავუშვათ ფილტვებში ეს ე.წ. "თავისუფალი ჰაერი", ვუყუროთ ამ ყველაფერს, მანამ სანამ არ გაგვაქრობენ სრულად".

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი