"ხვალ, 12 საათზე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია: საქართველოს დასავლური მომავლი გაიმარჯვებს თუ ბნელი საბჭოთა რუსული აწმყო დაკვიდრდება დიდი ხნით"- ნიკა გვარამია

18 Jul 2019 01:10

"უკვე 18 ივლისია.

ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში.

ნამდვილად მიკერძოებული ვარ. მაგრამ კიდევ უფრო ნამდვილად ვიცი, რომ ხვალ, 12 საათზე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტია:

საქართველოს დასავლური მომავლი გაიმარჯვებს თუ ბნელი საბჭოთა რუსული აწმყო დაკვიდრდება დიდი ხნით.

სიმბოლოებით რომ ვთქვათ (უყვარს ისტორიას სიმბოლოები):

თანამედროვე, ნამდვილად ევროპელი ქართველი მაკო გომურის ფართო და გრძელ გზას დავადგებით თუ სისხლის მსმელი რუსი ჟანდარმი გახარიას, მაკოსთვის თვალის ამომთხრელის ჩიხში შევალთ.

ასეა, რ2ზე გადის ეს ისტორიული გზაგასაყარი - ასე მოხდა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმაც და რაღაც სხვამაც, რისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო წესრიგის კანონზომიერებებს ალაგებს.

ასეა, ხვალ გადაწყდება, რომელი ფალავანი წააქცევს მეორეს, და ამ ორ ფალავანს რუსეთი და დასავლეთი ქვია.

დიახ, ასეთია ქართველების პროცესების დაკვირვების პარადიგმა: მარტივი და აზარტული, როგორც ჭიდაობა. ერთ ფალავანს გულშემატკივრობენ, მეორე სძულთ, მაგრამ ეშინიათ, მის უძლეველობის მითებით ტვინარეულებს. და უკვე დიდი ხანია აკვირდებიან, ვინ ვის წააქცევს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ რ2ის საქმის შედეგით ამ ჭიდაობაში გამარჯვებული არ წყდება.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ კიდევ ერთხელ ჭიდაობის შანსი აუცილებლად იქნება. ან კი, ან არა. უფრო, არა.

შეცდომაა იმის არგათვალისწინება, რომ დასავლეთის ფალავანის ხვალ წაქცევა, საქართველოს ისტორიის ბმელ მხარეს არ დაამკვიდრებს და ჩვენ ფანტასტიურ ახალ თაობას საკუთარ სამშობლოში განვითარების და წარმატების შანსს არ დაუტოვებს.

შეცდომა იქნება იმის არგათვალისწინება, რომ ქართველებს დამარცხებულები არ უყვართ და დასავლეთის ფალავანის დამარცხება მინიმუმ ღრმა და ძალიან დიდხნიან იმედგაცრუებას და გულაცრუებას გამოიწვევს.

შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ დასავლელი ფალავნი უდიდესი და უპირობო სიყვარული მოცემულობაა და ამას გაფრთხილება და განვითარება არ ჭირდება.

შეცდომაა იმის არგათვალისწინება, რომ დიახ, ზუსტად ხვალინდელ დღეზე, ზუსტად რ2ზე გადის ეს გზაგასაყარი. მოგვწონს ეს თუ არა, გვინდა ეს თუ არა, საჭიროა ეს თუ არა - ფაქტია, რომ ეს ასეა.

შეცდომაა, ამ სტატუსით დაასკვნათ, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. სრულიად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ზუსტადაც იმიტომ, რომ ეგ საკითხი დასავლეთში მჯერა. მაგრამ არ ვიცი როგორ მოიქცევა უზურპატორი, რამეთუ მისი ქმედება რუსეთში წყდება.

ხვალ, რ2ის ეზოში, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გაცნობიერებული გვაქვს ხვალინდელი დღის ისტორიულობა და გვწამს გამარჯვების, დასავლეთის და თავისუფლების! ვიკრიბებით ყველა, ვინც მზად ვართ, ამისთვის ვიბრძოლოთ!

მინიმუმ, მთელი რუსთავი 2, ჩვენი ოჯახები იქ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა და ჩვენ ვიბრძოლებთ!

გელით შენც, ვისაც გჯერა და მზად ხარ იბრძოლო!

მოდი ხვალ 12 საათზე რუსთავი 2ის ეზოში და მოიპოვე ჩვენთან ერთად".


კომენტარები:

ფართი შოპი