"თბილისის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორებისთვის, მერიას, ჯამში, 300 000 ლარის გადახდა მოუწევს"- ბექა კვინიკაძე

17 Jul 2019 23:45

თბილისის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების სარჩელი მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიას კომპენსაციის სახით 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება დავით ნარმანიას მერობის დროს სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ათეულობით დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას. 


დირექტორები თანამდებობაზე აღდგენასაც ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ამ ნაწილში ყოფილი დირექტორების მოთხოვნა არ დაკმაყოფილა.


„ქალაქ თბილისიდან 12 ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლება, სასამართლომ ცნო უსამართლოდ. მათი გათავისუფლების ბრძანებები, თორმეტივეს ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი. 


1) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი და 12 გათავისუფლებული დირექტორის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია;


2) სასამართლომ გათავისუფლებულ დირექტორებს სამსახურში აღდგენის სანაცვლად განუსაზღვრა კომპესაცია, თითოეულ მათგანს 24 000 ლარი, რაც ჯამში 300 000 ლარს აღწევს;


3) სასამართლომ ასევე მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა ადვოკატის ჰონორარის და სხვა ხარჯების ანაზღაურება;


წინ აპელაცია, ვნახოთ ვისი აჯობებს",
- განმარტავს ადვოკატი ბექა კვინიკაძე.


საბავშვო ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები აცხადებენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო. მათივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.


ოფიციალური ვერსიით, გადაწყვეტილებები შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, თუმცა ბაღების ყოფილი დირექტორები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, მათ ნაცვლად კი „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი დაასაქმეს.


„ბიუჯეტს 300 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგება, სხვა ნაწილშიც დაკმაყოფილდა თანხების ანაზღაურება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ნაცლად, შემდეგ უკვე თანამდებობაზე დანიშნეს ასევე პოლიტიკური ნიშნით „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც მზად არიან, რომ მაგალითად, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა გააპროტესტონ, ან ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მიტინგსა თუ აქციებსა თუ მანიფესტაციებში მიიღონ მონაწილეობა,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი.


"ასე მშვიდად, ნაბიჯ ნაბიჯ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას, მადლობა ბექა კვინიკაძეს და ქეთევან ზანდუკელს, რომ ხართ უძლიერესი პროფესიონალი ადვოკატები. წინ კიდევ დიდი გამარჯვებაა",- წერს ერთ-ერთი უკანონოდ გათავისუფლებული დირექტორი, ინგა გუგავა. 


"სერიოზულად ემოციური დღე იყო! მადლობა ბექა კვინიკაძეს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმისთვის! მადლობა გოგოებო რომ ამდენს გავუძელით!სასამართლომ აღიარა რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ სკოლამდელი აღზრდის! მემაყებით ყველა! მოკლედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ უკანანოდ ვართ გათავისუფლებულები, ამიტომ კომპენსაციაც მოსამართლემ დამსახურებულად გვარგო, მაგრამ პრინციპულობა ჩვენთვის დამახასიათებელია, ამიტომ აუცილებლად აღდგენის საკითხი გასაჩივრდება შემდეგ ინსტანციებში! მადლობა ყველას ვინც გვერდში გვიდგეხართ! ჩვენ ძალიან ბევრი ვართ!"- წერს, ასევე, უკანონოდ გათავსიუფლებული დირექტორი ხატია ლაშქარაშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი