"სკოლებში, გოგებაშვილის „დედაენასთან" ერთად, სხვადასხვა ავტორის 6-მდე „დედაენის“ სახელმძღვანელო დარჩება"- განათლების მინისტრი

16 Jul 2019 23:53

განათლების მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ავტორების 6-მდე გრიფირებული „დედაენის“ სახელმძღვანელო დარჩება და ამასთან, პედაგოგებს გოგებაშვილის „დედაენით“ სწავლებაც შეეძლებათ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა რჩება და მათ ემატება გოგებაშვილის „დედაენა“ რომლითაც პედაგოგმა შეიძლება ისარგებლოს, როგორც ძირითად ან დამხმარე რესურსად.


„ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები , რომლებიც შეტანილია სკოლაში. ჩვეულებრივ პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ . გვაქვს „დედაენის 6-ამდე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორების , რომლებითაც სკოლებში როგორც აქამდე , ისე გააგრძელებენ სწავლას. იაკობ გოგებაშვილსაც მე მგონი აქვს უფლება , რომ სხვა ავტორების „ დედა ენასთან“ ერთად, სკოლაში რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს და აირჩევს, როგორც ძირითად ან ასევე სხვა „დედაენასთან“ ერთად დამატებით რესურსს, ისწავლებოდეს,“-აცხადებს ბატიაშვილი.


მინისტრის თქმით, ყველა პირველკლასელი, ისევე როგორც სხვა სახელმძღვანელოებს, სხვა „დედაენებთან“ ერთად, გოგებაშვილის „დედაენასაც“ მიიღებს უფასოდ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი