დიდი რეჟისორის ღირსეული შთამომავალი - მაყურებელი, ძალიან მალე, იტალია-საქართველოს ურთიერთობებსა და კავშირებზე, დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტურ ფილმს იხილავს

15 Jul 2019 23:48

ირაკლი მეზურნიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. გარდა იმისა, რომ ის, კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევა, ბევრისთვის დღემდე უცნობია, რომ კასპის მაჟორიტარი, ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორია.


„დოკუმენტური ფილმების გადაღების იდეა, წლების წინ, სპონტანურად გაჩნდა. ბელგრადში, საქართველოში ამერიკის პირველ ელჩს შევხვდი აბსოლუტურად სხვა თემაზე სასაუბროდ. ჩვენმა საუბარმა იმდენად თბილ და საინტერესო რეჟიმში ჩაიარა, ვიფიქრე - ამ ყველაფერს გაგრძელდება უსათუოდ უნდა ჰქონოდა.


შემდეგ იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები… ამას მოყვა გერმანია - საქართველს ურთიერთობების შესახებ გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, შემდეგ ამერიკა -საქართველოს ურთიერთობებზე, მოგვიანებით უზბეკეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. ახლა კი, ძალიან მალე, მაყურებელი იხილავს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფილმს, იტალია-საქართველოს ურთიერთობებსა და კავშირებზე.”- ამბობს ირაკლი მეზურნიშვილი საინფორმაციო პორტალ „მხარესთან“ საუბრისას.


როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აღნიშნულ დოკუმენტურ ფილმებს, უკვე მოჰყვა ძალიან დადებითი შეფასებები.


„მიხარია რომ მაღალი შეფასებები მოჰყვა ამ ფილმებს საზოგადოების მხრიდან. როგორც ერთერთმა ელჩმა თქვა, ეს ფილმები საქართველოსთვის, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პატარა გზამკვლევის ფუნქციასაც შეითავსებს“.- აღნიშნავს მეზურნიშვილი.


მისივე განმარტებით, მის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებში საუბარია სხვადასხვა ქვეყნების ისტორიულ-კულტურულ და სოციალურ კავშირებზე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.


როგორც ირაკლი მეზურნიშვილი გვეუბნება, მისი მხრიდან დოკუმენტური ფილმებით გატაცება სპონტანური იყო, თუმცა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ დეპუტატის ბაბუა ცნობილი კინოდოკუმენტალისტი გურამ პატარაია იყო, შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებებიც გაგვიჩნდეს.


“ბაბუა, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო. მის სახელს უკავშირდება ცნობილი მხატვრული ფილმები  - „რეკორდი“, „ხანძარი, სიყვარული და პომპიერო“, „კუჩხი ბედნიერი“...  მაგრამ ჩემთვის და ალბად ბევრისთვისაც, უწინარეს ყოვლისა ის არის ისეთი ფილმების დამდგმელი - რეჟისორი, როგორებიცაა: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „ათონის მატიანე“, „ტაო-კლარჯეთი“, „შორია გურჯისტანამდე“, „მეზობლების მიწაზე“.


ფაქტობრივად, მან, ამით სათავე დაუდო საქართველოს გარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას. ყველა ფილმში ნათლად ჩანს სამშობლოსადმი მისი უსაზღვრო სიყვარული.”- გვიყვება ირაკლი მეზურნიშვილი.


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ირაკლი მეზურნიშვილის ბაბუის დაუღალავმა შრომამ და ძიებამ დაგვიბრუნა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დღეს, უკვე, ჩვენი მშობლიური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენი და ნაწილია.


„არ დაგიმალავთ და მეამაყება ვიყო როგორც მისი, გურამ პატარაიას, ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი. ეს გარკვეულწილად დიდი პასუხისმგებლობაცაა და მუდამ სიფრთხილით ვცდილობ ვატარო, როგორც  ეს პასუხისმგებლობა”.- აღნიშნავს რაკლი მეზურნიშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი