"ჩვენს ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს მოძალადე, ჯალათი, ზიზღით სავსე შს მინისტრი” - ელენე ხოშტარია

12 Jul 2019 00:51

დღეს ჩვენ ვიხილეთ სიძულვილით, ტყუილებით, უპასუხისმგებლობით, შიშით სავსე, პოლიტიკურად გარდაცვლილი შს მინისტრი,-ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შს მინისტრის ინტერვიუს.


ელენე ხოშტარიას თქმით, ქვეყანას პრაქტიკულად არ ჰყავს შს მინისტრი, რადგან მას პოლიციური დაჯგუფებების გარეშე ტელევიზიაში მისვლაც არ შეუძლია იმიტომ, რომ ადამიანები მის პოლიტიკურ არსებობას აპროტესტებენ.


“ჩვენ მოვისმინეთ მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ დიახ, ჩვენ გესროლეთ რეზინის, ცხოველების ტყვიები. დიახ, მაკო გომური იყო მოძალადე და ის ამას იმსახურებდა. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს კაცი აქ აღარ იყოს და საერთოდ არასდროს აღარ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას ასეთი უტიფარი, უპასუხისმგებლო, მოძალადე, ჯალათი, ზიზღით სავსე შს მინისტრი”,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი