"სრული აბსურდია ის, რომ ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს" - თინათინ ბოკუჩავა

08 Jul 2019 16:40

სრული აბსურდი და უბრალოდ იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შეიძლება ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულადაც არ უნდა იყოს განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა"რუსთავი 2"-ის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.


როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სრულმასშტაბიანი ისტერიკა, რაც გუშინ ხელისუფლებამ მოაწყო გუშინ ერთი ჟურნალისტის განცხადებაზე რეაგირებისას, კიდევ ერთხელ, ღიად ამხელს რეალურად რა არის ხელისუფლების დღის წესრიგი.


„ხელისუფლების სადამჯელო ბერკეტი ვიხილეთ გუშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება მოხდა „რუსთავი 2“-თან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს ხელისუფლება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ან ზოგადად, ანტიდასავლური საკითხების გასატანად. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მის ადგილზე საერთოდ მოვერიდებოდი საჯარო განცხადებებს, როდესაც ასეთი უზარმაზარი პასუხისმგებლობა მადევს მხრებზე. სწორედ მისი გადაწყვეტილების გამო, რომ დროულად არ გადადგა თავმჯდომარის პოზიციიდან, გამწვავდა სიტუაცია. ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ხდება მუდმივად ისრების გადატანა, ესეც ჩვენთვის უკვე ცნობილი ნარატივია ხელისუფლების მხრიდან. ის სრულმასშტაბიანი ისტერიკა, რაც გუშინ ხელისუფლებამ მოაწყო ერთი ჟურნალისტის განცხადებაზე რეაგირებისას, კიდევ ერთხელ, ღიად ამხელს რეალურად რა არის ხელისუფლების დღის წესრიგი. ეს არის მაქსიმალურად შიშის ინსპირირება, ნაცვლად იმისა, რომ განიხილონ ეს როგორც ერთი, დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადება, რომელიც ვინმეს შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს.


სრული აბსურდი და უბრალოდ იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შეიძლება ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულადაც არ უნდა იყოს განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო საომარი მოქმედებები დაიწყოს, ან ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია. ამ დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს კრიზისებს და ნაცვლად სახელმწიფოებრივი პოზიციებისა, ყოველთვის ცდილობს ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი