"გინდა ახტით, გინდა დახტით, პრაიდს არ ჩაგატარებინებთ!" - ლევან ვასაძე

08 Jul 2019 12:06

"დღის ბოლომდე არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ, გინდა ახტით და გინდა დახტით, - ასე მიმართა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ვერის ბაღიდან“, სადაც მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.



მისივე თქმით, ახლა საჭიროა მოქმედება.



„დღეს გვითხრეს, რომ პრაიდი არ ჩატარდება. რამდენი ვიღაც ტუტუცი მამათმავალი კლავიატურას მიუჯდება და რაღაცას დაწერს, არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს რას წერენ ისინი. დღის ბოლომდე არ დავიშლებით და პრაიდს არ ჩაგატარებინებთ, გინდა ახტით და გინდა დახტით“,- აღნიშნა ვასაძემ.



მისივე თქმით, „ვერის ბაღიდან“ მოქალაქეები პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ, სადაც ასევე მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი.



„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება ჯერ კიდევ 20 ივნისისთვის დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეების დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება ვერ მოხდება.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი