"შესაძლოა, უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს"- ვლადიმერ ზელენსკის პარტიის ლიდერი

06 Jul 2019 01:17

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილისპოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩაიშალოს. 


როგორც დიმიტრი რაზუმკოვმა ტელეარხ „1+1“-ის გადაცემაში „უფლება ხელისუფლებაზე“ განაცხადა, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს.


„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ - ჩართოს საარჩევნო პროცესში პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ (ლიდერი მიხეილ სააკაშვილი) და ხელახლა დაბეჭდოს ბიულეტენები, შეიძლება გამოიწვიოს საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა დანიშნული თარიღისათვის,“ - განაცხადა დიმიტრი რაზუმკოვმა.


მისი აზრით, სიტუაცია მძიმეა, რადგან ბიულეტენების ნაწილი - 5 მილიონზე მეტი - უკვე დაბეჭდილია, რაშიც სახელმწიფოს ფული დაიხარჯა და მათი ხელახლა დაბეჭდვისთვის ბიუჯეტში სახსრები გათვალისწინებული არ არის. რაზუმკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სიტუაციაში გაერკვევა და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.


29 ივნისს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაში გატარება დაავალა. საარჩევნო კომისიამ ვერდიქტი შეასრულა, მეორე დღეს პარტიების წარმომადგენლები დაიბარა და ერთობლივი გადაწყვეტილებით ხელახალი კენჭისყრის გარეშე „ახალი ძალების მოძრაობას“ ბოლო - 22-ე ნომერი მიენიჭა.


უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისაა დანიშნული.


ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი