"პოლიციას თავს ესხმოდნენ და საერთო ჯამში, სრულიად ლეგიტიმურია ის, რაც გააკეთეს"- გახარიას მოადგილე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე

03 Jul 2019 23:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან და  მას შემდეგ დაწყებულ 

გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ამერიკის საელჩოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.


"პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ის რაც მოხდა იყო ძალიან მძიმე, არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვინც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, არამედ 

ქართული პოლიციისთვისაც და ჩემთვისაც პირადად. დარწმუნებული ვარ რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ოკუპაცია და  ჩვენი ქვეყნისთვის ეს მძიმე საკითხი 

აღელვებს არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იდგნენ, არამედ თითოეულ პოლიციელს. ის რაც საზოგადოებამ კარგად იხილა, გარკვეული ფაქტები 

სადაც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტება შეიძლება რომ გამოიკვეთოს, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა როგორც მოგეხსენებათ აწარმოებს 

გამოძიებას. არ ვიცი შეილება სუბიექტური ვიყო შეფასებაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე საქმეა, საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, 

უამრავი კამერის ჩანაწერია ამოსაღები, ასობით და ათასობით ადამიანია დასაკითხი და ბუნებრივია ის, რომ  24 საათში და 48 საათში გამოძიება ვერ 

დასრულდება. რაც შეეხება ჩვენს ინტერესს, ჩვენს ინტერესშია რომ ეს გამოძიება მალე დასრულდეს, იმიტომ რომ ყველა ის კითხვა, რაც არსებობს 

სამინისტროს  და ჩვენი მოქმედებების მიმართ, პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ ამ კითხვებს ობიექტური პასუხები გაეცეს

აქ მთავარი საკითხი არ არის ის იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ასეთი ბრძანება, მე საკითხს ასე 

დავაყენებდი-  იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი და მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც  პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას 

ემუქრება საფრთხე,  როდესაც პოლიციელზე მოაქვთ იერიში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როდესაც პოლიციელებს 

კორდონიდან იტაცებენ.. ყველამ იხილა ალბათ ის ფაქტი როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს, როგორ იტაცებდნენ კორდონიდან, როგორ 

ხდებოდა მათი განიარაღება.  მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას. რა თქმა უნდა არა.

კანონით შეიძლება როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები, 

რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რომელთაც 

კორდონიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის საგნებს, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, აი ამ ადამიანების ასე ვთქვათ სახალხო წესით 

გასამართლება მოხდეს. იქ სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო და იქ კონკრეტულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს შესაბამისი შედეგები დადგება.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებდნენ თუ არა 20 ივნისის ღონისძიებაში მონაწილეობას სხვა უწყებების ქვედანაყოფები ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა:

რაც შეეხება ქვედანაყოფებს როგორც მოგეხსენებათ აქ იყვნენ მხოლოდ შს სამინისტროს  სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები . თუმცა კანონით 

პირდაპირ გეტყვით მერე რაღაც ინტერპრეტაცია რომ არ გამოიწვიოს, თუ არსებობს ამისი საჭიროება სხვებსაც აქვთ ამგვარი უფლებამოსილება ამ ღონისძიებაში 

მონაწილეობა მიიღონ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები."


ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კონკრეტულ დეტალებს გამოძიება დაადგენს. 


,,გარკვეული სპეციალური საშუალებები რომლებიც საჭიროებდნენ შესაბამისი პირების მიერ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხებზე ბუნებრივია 

გადაწყვეტილების მიღება მოხდა. რაც შეეხება ტყვიებთან  და ამ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშრებით პოლიციელების მოქმედებას კიდევ ერთხელ 

გეუბნებით პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ და სრულიად ლეგიტიმურია ის რაც ამ ადამიანებმა, 

ვგულისხმობ საერთო ჯამში ოპერაციას და არ ვგულისხმობ ცუდი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს, კონკრეტულ გადაცდომებს . საერთო ჯამში ოპერაცია იყო 

ლეგიტიმური იყო პროპორციული და საერთო ჯამში კითხვები არ უნდა არსებობდეს." - განაცხადა ათია მეზვრიშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი