რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქტივისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო, ქართველი მორაგბეები რუსული კლუბ "სლავადან" გარიცხეს

03 Jul 2019 23:28

სოლიდარობისთვის დასჯილი ქართველი მორაგბეები. 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქტივისტებისადმი სოლიდარობა, რუსულ კლუბში მოასპარეზე სპორტსმენებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველი გახდა. საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში დადებული ლელო, ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს. ამის შემდეგ გუნდ ”სლავას” ხელმძღვანელობამ მათ კონტრაქტი შეუწყვიტა.


საბა ილურიძე და რეზი ბროძელი სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ გუნდის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.  


ქართველი მორაგბეები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ დასაჯა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ.


რაგბის კავშირში ადასტურებენ, რომ ორი ქართველი მორაგბის რუსულ კლუბში გადაყვანა, „სლავას“ დაჟინებული მოთხოვნა იყო და მათთვის კონტრაქტის გაწყვეტას ერთადერთი ახსნა აქვს - პოლიტიკური სასჯელი.


საქმის ვითარების შესწავლასა და სათანადო რეაგირების პირობას იძლევა სპორტის მინისტრიც და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე.


მომხდარზე რაგბის კავშირში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა კავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია. ბოლო ინფორმაციით, "სლავადან" გამოძევებული ქართველი მორაგბეები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი