"ხუილოს" არ ყვირიხარ?- სამშობლოს მოღალატე ხარ! აშკარად გარღვევაა ლოგიკაში!" - ირმა ინაშვილი

03 Jul 2019 21:40

ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს"


"დავით გარეჯს იცავ? ისე, გამოვფხიზლდეთ, ამ წუთებშიც დასაცავია დავით გარეჯი- რუსეთს აგენტი ხარ!


პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერდი და უჭერ მხარს?- რუსეთის აგენტი ხარ!


ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი ხარ?- კრემლის დავალებას ასრულებ!


"ხუილოს" არ ყვირიხარ?- სამშობლოს მოღალატე ხარ!


აღმაშენებლის პროსპექტი რომ მხოლოდ თურქი და არაბი მეწარმეების მიერაა ოკუპირებული, ეს ჯანსაღი ინვესტირება ყოფილა, თურმე, და არა სავაჭრო ოკუპაცია- რუსეთის აგენტი ხარ, აბა, ვინ ხარ, თუ ხმა იმაზე ამოიღე, რომ აღმაშენებელზე ქართული ბიზნესი უნდა განვითარდეს!


გალიდან აბიტურიენტები ზუგდიდში ვერ მოდიან? - რა პრობლემაა, ბოკერიამ გაიმარჯვა რუსულ პროპაგანდაზე და შენ, კრემლის აგენტო, ახალგაზრდობაზე ხმას როგორ იღებ? გაჩუმდი და დაიმალე!


ნატო გეუბნება, კარი ღია მაქვს, მაგრამ საქართველოს ვერ მივიღებო და ხალხს ეს არ უთხრა, ესეც რუსული ნარატივიაო. ნატო ამბობს, ნატო, რომ ვერ მიგვიღებს და შენ, ვისაც ეს უარი ისე გესმის, როგორც გეუბნებიან, მაინც რუსეთის აგენტი ხარ.


ბნელა აქ, ამ ქვეყანაში, ხომ ხედავთ?! მაგრად ბნელა!!!


ახლა რას გეტყვით: თუ ქართული ინტერესების, ტრადიციის, ზნის, წესის და კულტურის დაცვა რუსული პროპაგანდა და ნარატივია, სწორი და კარგი ყოფილა ეს ნარატივი, მეშლება, თუ ასე გამოდის? იქნებ ბოკერიები, სააკაშვილები და სხვა პოლიტხუილოები ჩამოყალიბდნენ და ისე გამოგვაცხადონ აგენტებად, თორემ აშკარად გარღვევაა ლოგიკაში! 


7 ივლისს, კვირას, საღამოს 5 საათზე ვხვდებით თბილისის სპორტის სასახლეში, სასტუმრო "აჭარასთან" წერს ირმა ინაშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი