აქციის მონაწილეებმა უნდობლობის ნიშნად პარლამენტის შენობას ზურგი შეაქციეს

01 Jul 2019 00:39

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ზურგი შეაქციეს. პერფორმანსისკენ მომიტინგეებს ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა მოუწოდა, ნიშნად იმისა, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას.


"შევაქციით ზურგი პარლამენტს და პროტესტი გამოვუცხადოთ. ვუთხრათ რომ არ გენდობით და ჩამორჩებით ჩვენი მორალური ფასეულობებისგან ნახევარი ან ერთი საუკუნით",-მიმართა აქციის მონაწილეებს გამომსვლელმა.


პერფორმანსი დაახლოებით 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.


ipn.ge 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი