ხონში ,,შშმ პირთა დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრი" გაიხსნა

28 Jun 2019 01:49

ქალაქ ხონში ააიპი ,,შშმ პირთა დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრი" გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ აინფორმაციო პორტალ "მხარეს" ორგანიზაციიდან აცნობეს. 


"საერთაშორისო ასოციაცის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", რომელიც 27 წელზე მეტია  არსებობს  და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა.


2019 წლის 28 მაისს, ასოციაციის თავჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, გამგეობის წევრი რუსუდან დარჩიაშვილი, ბუღალტერი ნონა სოსანაშვილი ეწვივნენ ქ. ხონს , სადაც გაიხსნა  ააიპი ,,შშმ პირთა დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრი ’(ხელმძღვანელები ლია ხაჭაპურიძე, სოფიკო ჩანქსელიანი) რომელიც შშმ პირთა სენსორულ ინტეგრაციას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას მათი უფლებების ლობირებას მოემსახურება და ასევე ცენტრი მიზნად ისახავს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, მათი პროდუქტულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად დღის ცენტრმა წარმოადგინა ჩვენს ასოციაციაში პროექტი, რომელიც ამ ორგანიზაციაში სენსორული კაბინეტის გახსნას, სხვადასხვა დანიშნულების ნივთებით, ავეჯით მომარაგებას და სრულყოფას გულისხმობს.ამერიკული დონორი ორგანიზაციის  ,,ელ-დი-ეს ჩერეთი" -ს წარმომადგენლებმა (მათ უნდა დააფინანსონ პროექტი) ჩვენთან ერთად დაათვალიერეს აღნიშნული დღის ცენტრი, გაეცნენ მისი განვითარების სტრატეგიას და სამომავლო გეგმებს.


გარდა ამისა, ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ ხონის  მუნიცეპალიტეტის  სოფ. დედალაურის  2 საბავშვო ბაღს რომელთაც ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წინასწარ გადასცეს ტკბილეული, სათამაშოები , საბავშვო წიგნები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი."- განმარტავენ ორგანიზაციაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი