სუს-ის უფროსის მეუღლეს, გასულ წელს, აგარაკი და მიწის ნაკვეთი საჩუქრად გადაეცა - რა ქონებას ფლობს ვახტანგ გომელაური?

28 Jun 2019 00:50

1422 კვ.მ მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონში, სოფელი გორანადაში და 1088 კვ.მ აგარაკი იმავე მისამართზე - აღნიშნული იმ ქონებების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს გასულ წელს  საჩუქრად გადაეცა. ვინ გაუკეთა მსგავსი მსუყე საჩუქარი სუს-ის უფროსის მეუღლეს, თავად ვახტანგ გომელაურის მიერ შევსებული, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით არ ირკვევა.


ცოლის სახელზე აქვს გაფორმებული ვახტანგ გომელაურს, 2014 წელს შეძენილი უძრავი ქონებაც. კერძოდ:


თბილისში, სოფელ  ტაბახმელაში, 650,6 კვ.მ აგარაკი და 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმავე მისამართზე, რომელიც 123 717 ლარად შეიძინეს.


იმავე ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ვახტანგ გომელაურის ოჯახს არ გააჩნია მოძრავი ქონება.


რაც შეეხება გასული წლების შემოსავლებს: 2018 წლის მანძილზე, ხტანგ გომელაურმა, გასამრჯელოს სახით  - 100 569,6  ლარი მიიღო, ხოლო, მისმა 1996 წელს დაბადებულმა ქალიშვილმა, რომელიც 2018 წლის 01.01.2018 - 01.07.2018 პერიოდში შსს აკადემიაში, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტად ჰყავდა დასაქმებული  - 5 994 ლარი.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ვახტანგ გომელაურს დანაზოგის სახით 32 500 ლარი ჰქონდა. ხოლო, საბანკო ბარათებზე - 12207,16 ლარი, 7 185,12 აშშ დოლარი და 3000 ევრო ჰქონდა განთავსებული.


ვახტანგ გომელაურს, ასევე აქვს  80 000  აშშ დოლარის ოდენობის სესხი, საქართველოს ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც გასულ წელს ჰქონდა 12 864,16 აშშ დოლარის ხარჯი. სუს-ის უფროსს, გასულ წელს ასევე, ჰქონდა 16 000 ლარის ხარჯი აგარაკის მოწყობისთვის.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი