კახა ბექაურის ოჯახმა, გასულ წელს, შემოსავლის სახით 1 148 232 ლარი მიიღო, მისი ყოვლეთვიური შემოსავალი 53 000 ლარს ცდება

17 Jun 2019 15:05

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურის ოჯახმა, ასულ წელს, შემოსავლის სახით 1 148 232 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მოიცავდა შემდეგ თანხებს:


ეკატერინე ბერიძე (მეუღლე)  -  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ, კომუნიკაციების დირექტორი, პერიოდი - 01.01.2018 - 31.12.2018, მიღებული შემოსავალი -  278 800 ლარი;


კახა ბექაური  - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თავმჯდომარე, პერიოდი 01.01.2018 - 31.12.2018, მიღებული თანხა -  202 021,17  ლარი;


კახა ბექაური -  შპს „ორი ნაბიჯი“, 33,33% წილის საფუძველზე -   441 412,29 ლარი;


ეკატერინე ბერიძე -  შპს „ორი ნაბიჯი“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 192 000 ლარი;


ეკატერინე ბერიძე -  იჯარა, ფართის გაქირავება, მხარეთა მიერ  - 33 999,8 ლარი.


ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი გამოვრიცხავთ ბიზნესიდან და იჯარის საფუძველზე მიღებულ შემოსავლებს, გამოდის, რომ კახა ბექაურის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი, დაახლოებით 16 000 ლარია, ხოლო ეკა ბერიძის 18 000 ლარი. თუ იჯარის და ბიზნესის საფუძველზე მიღებულ შემოსავლებსაც მივათვლით, მივიღებთ, რომ კახა ბექაურის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი  53 619 ლარია, ხოლო ეკა ბერიძის 42 066 ლარი.



კახა ბექაურის ოჯახი ფლობს შემდეგი სახის უძრავ ქონებას:


ახა ბექაური 100%  - ბინა, ნასყიდობა 2018 წელი, 174 000 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, რევაზ თაბუკაშვილის 42, 180 კვ.მ;


კახა ბექაური 100% - ბინა, ნასყიდობა 2014 წელი, 80 520 აშშ დოლარი,~ საქართველო, თბილისი, ლისი ვერანდა, ტირიფების ქუჩა #2, ბინა N17, 73,2 კვ.მ;


კახა ბექაური 100% -  ბინა, ნასყიდობა 2015 წელი, 64 500 აშშ დოლარი, საქართველო, დუშეთის რაიონი, სოფელი კაიშაურები, "მთავარცლა", 44,05 კვ.მ;


კახა ბექაური 100% - ავტოფარეხი, ნასყიდობა 2015  წელი, 8000 აშშ დოლარი, საქართველო, დუშეთის რაიონი, სოფელი კაიშაურები, "მთავარცლა", 17,5 კვ.მ.



ქონება, რომელიც ეკა ბერიძის სახელზეა გაფორმებული:


ეკატერინე ბერიძე 100% -  ბინა, ნასყიდობა 2017 წელი, 139 000 აშშ დოლარი, საქართველო, ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #4-6, ბინა#1302, 79,6 კვ.მ;


ეკატერინე ბერიძე 100%  - ავტოფარეხი, ნასყიდობა  2017 წელი, 6 000 აშშ დოლარი, საქართველო, ბათუმი, რუსთაველის ქუჩა #4-6, 12 კვ.მ;


ეკატერინე ბერიძე 100% - ბინა, ნასყიდობა 2014 წელი, 101 530 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, ლისი ვერანდა, ტირიფების ქუჩა #2, ბინა N11, 92,3 კვ.მ;


ეკატერინე ბერიძე 100%  - არასაცხოვრებელი ფართი, ნასყიდობა 2014 წელი, 5 880 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, ლისი ვერანდა, ტირიფების ქუჩა #2, სარდაფი, 9,8 კვ.მ;


ეკატერინე ბერიძე 100% - ბინა, ნასყიდობა 1998 წელი, 28 000 აშშ დოლარი, საქართველო, თბილისი, ი. აბაშიძის 44, ბინა 1., 60 კვ.მ;


ეკატერინე ბერიძე 100%  - ბინა, მემკვიდრეობა,  2006  წელი,   საქართველო, თბილისი, ახვლედიანის ქ. (ყოფ. პეროვის) N 20, 21 კვ.მ.



რაც შეეხება მოძრავ ქონებას:


ეკატერინე ბერიძე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა ტოიოტა RAV4-ს, (2014, GE 777 GE,  ნასყიდობა 2014  წელი), 32 000 აშშ დოლარი.



კახა ბექაურის ოჯახს, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე, დაახლოებით 871 473 ლარი ჰქონდა განთავსებული.



ბექაურის ოჯახს, ასევე აქვს შემდეგი სახის საბანკო ვალდებულებები:


კახა ბექაური - იპოთეკური სესხი, 192 500 აშშ დოლარი,  პერიოდი 27.11.2015-05.12.2025, თიბისი ბანკი;


კახა ბექაური - იპოთეკური სესხი, 52 000 აშშ დოლარი, პერიოდი18.05.2016-05.05.2027, თიბისი ბანკი;


ეკატერინე ბერიძე - იპოთეკური სესხი, 170 000 აშშ დოლარი, პერიოდი 28.06.2017-10.06.2037, თიბისი ბანკი;


კახა ბექაური -  სესხი, 399 960 ლარი, პერიოდი 02.02.2018-02.08.2018, მხარეთა მიერ;


კახა ბექაური -  სესხი, 399 960 ლარი, 02.02.2018-02.08.2018, მხარეთა მიერ.



2018 წლის მანძილზე, კახა ბექაურის ოჯახს, ასევე ჰქონდა შემდეგი სახის ხარჯები:


ახა ბექაური - მკურნალის ხარჯი, გასავალი - 6409,27 ევრო;


კახა ბექაური - მოგზაურობა, გასავალი - 5695,15 ლარი;


კახა ბექაური - ტანსაცმლის შეძენა, გასავალი - 5 131 ლარი;


კახა ბექაური - ტანსაცმლის შეძენა, გასავალი -  3 690,86 აშშ დოლარი;


კახა ბექაური - გიორგი ბექაურის სწავლის გადასახადი, გასავალი - 7 197 ლარი;


ეკატერინე ბერიძე -  რემონტი, გასავალი, 5 640 ლარი;


ეკატერინე ბერიძე - ტანსაცმლის შეძენა, გასავალი - 1 780 ევრო;


კახა ბექაური - სპორტული ინვენტარი გასავალი, 7 003 ლარი.



დამატებითი ინფორმაციისთვის: ეკატერინე ბერიძე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. ის ფლობს  თავისუფალი უნივერსიტეტი (ბიზნესის სკოლა EშM)  - MBA ხარისხსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.


კახა ბექაური, 1986-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, (სპეციალობა - ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა).


სულ ამით შემოიფარგლება მილიონერთა ოჯახის განათლება. არც სამუშაო გამოცდილება სცილდება ქვეყნის ფარგლებს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არა უცხოური განათლება, ენები და გამოცდილებაა გადამწყვეტი მაღალი ანაზღაურების მოსაპოვებლად, არამედ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩენა და კონკრეტული პოლიტიკური ძალების ერთგულება და  დაკვეთების უბადლო შესრულება,  თუნდაც ეს ერთგულება, საზოგადოებისთვის საინფორმაციო ღრუების დახშვას ითვალისწინებდეს.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი