ზურა გაჩეჩილაძე („შონზო“) ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში აპირებს გაწევრიანებას

15 Jun 2019 23:01

"შონზოც“ აპირებს ჩვენს გვერდში დადგომას, შეგვხვდა კიდევაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადადაცემა „ნიუსრუმში“ ნიკა რამიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ახალ პოლიტიკურ პარტია „გამარჯვებულ საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“ აპირებს „გამარჯვებულ საქართველოში“ გაწევრიანებას და პოლიტიკაში დაბრუნებას.


„გამარჯვებული საქართველო“ ამ ეტაპზე არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ოქტომბრისთვის პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზრდება. ჩვენი პარტია მზად არის და ითანამშრომლებს ყველა იმ ადამინთან და პოლიტიკურ მოძრაობასთან ვინც გვეთანხმება მთავარ მესიჯში, რომ ბიძინა ივანიშვილიუნდა ჩამოშორდეს ქვეყნის სათავეს“, - განაცხადა ნიკა რამიშვილმა.

ipn.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი