არქანჯელო ლამბრეტი - მეგრული ხუროთმოძღვრება

12 Jun 2019 16:39

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალი უცხოელი მოგზაური ეწვია. XV-XVII საუკუნეები ურთულესი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დროისათვის საქართველო დაშლილია სამეფო-სამთვაროებად, გაუარესებულია საშინაო და საგარეო ვითარება, სწორედ ამიტომ   განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპელი მოგზაურებისა თუ მწერლების ჩანაწერებს, რომლებიც ამ პერიოდის ყოფა-ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ.


ერთ-ერთი ასეთი მოგზუარი და მისიონერი იყო იტალიელი არქანჯელო ლამბრეტი, რომელიც 1630-1645 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონვერგენციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. 1655 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი XVII საუკუნის ოდიშის სამთავროსა და საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკრი ყოფისა და ვითარების შესახებ.


არქანჯელო ლამბრეტი ინფორმაციას გვაწვდის მეგრული ხუროთმოძღვრების შესახებ. „მეგრელები ჩვენი ხუროთმოძღვრების კანონებს სრულიად არ მისდევენ,მათი სახლები არც დასატევია და არც მშვენიერი“.  მეგრული საცხოვრებელი სახლის ასეთი ტიპი განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამავდროულად მეგრული სახლები ე.წ. ოდა სახლები მარტივი ასაშენებელი იყო. ის იდგა ხის ან ქვის დაბალ ბოძებზე. ასეთი ტიპის სახლები შენდებოდა ტყიან და ნესტიან ადგილებში.


 „პირველ ყოვლისა მეგრულ სახლში კაცი ვერ მოთავსდება კარგად, რადგან სახლი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ოთახს, სადაც ბატონები, მოსამსახურეები, კაცებიც და ქალებიც ერთად შემწყვდეულან“,- წერს არქანჯელო ლამბრეტი. მეგრული ტიპის ოდა სახლები ძირითადად მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა, სადაც ერთიანდებოდა სამზარეულო, საძინებელი, მისაღები ოთახი და სხვა. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზამთრობით ოთახის შუაგულში მუდამ გაჩაღებულია ცეცხლი და ერთმანეთში ბაასის გამო შეიძლება კაცმა ვერ მოისვენოს. ბუნებრივია რომ ზამთრის სიცივის გამო სახლში მაცხოვრებელნი თავს ბუხართან მოიყრიდნენ. მათი სიმრავლისა და ოთახის სიმცირის გამო,როგორც ჩანს ხმაური მართლაც დააკარგვინებდა კაცს მოსვენებას.


 „ხოლო რაც შეეხება სახლის სიმაგრეს, ამაზე საკმაო ვთქვათ რომ სახლები სულ ხისგან შენდება და ისლით ხურავენ. აქ არავინ არის დარწმუნებული, რომ მისი სახლი საღამომდე მთელი იქნება, რადგან ქარი რომ ამოვარდება გააგლეჯს ისლს და სახლი დარჩენა უსახურავოდ“,  აღნიშნავს არქანჯელო ლამბრეტო. როგორც უკვე აღვნიშნე, ოდა სახლი შენდებოდა ხისგან, შესაძლებელია ქარს მართლაც შეეძლო სახურავის გადახდა, თუმცა ოდა სახლები მარტივი ასაშენებელი იყო, ამავდროულად მის არქიტექტურულ სტილს გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავდა. 


არქანჯელოს ლამბრეტის ეს ნაშრომი ძალიან მნიშვნეოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, რადგან ის კარგად აღწერს მეჩვიდმეტე საუკუნის ოდიშის სამთავროს, ამავდროულად ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას არქიტექტურისადმი რაც უშუალოდ აისახება ტექსტში. 


წყარო: მიქაბერიძე ა. "ქართველები უცხოელთა თვალით(XV-XVII სს)"

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი