გორში, საერთაშორისო პროექტი, "რეგიონ ფეშენ ვიკი" გაიმართება

12 Jun 2019 14:44

გორში, საერთაშორისო პროექტი, "რეგიონ ფეშენ ვიკი" გაიმართება. 


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" საუბრისას განმარტავენ, მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 20, 21 და 22 ივლისს გაიმართება, ხუთი უცხოელი და 15 ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. 


სოსო კავკავაშვილის განცხადებით, ადგილობრივ და უცხელ დიზაინერებს შორის არიან  გორელი დიზაინერები ნინო ქარქოსაშვილი, მარიამ პაპიტაევილი, სოფიო თუაევი.  დიზაინერები ჩვენებებს სამი დღის განმავლობაში, გორის მთავარ მოედანზე, სოფელ ხურვალეთში, გორის ციხესა და გორის დრამატულ თეატრში, ,,ოკუპაციას და ერთიანობის" თემაზე გამართავენ.


ნათია არველაძე, ხატია ბედინაშვილი, ანანო გელოვანი, ნუგზარ კვანტალიანი, გიორგი მასხულია, ქრისტინე კაპანაძე და სხვა დიზაინერები კოლექციებს ერთიანობის თემას მიუძღვიან.


სპეციალურ კოლექციას მავრთულხლართების ინსპირაციით მომღერალი და ქორეოგრაფი პაატა თედიაშვილი შექმნის. პროექტის ფარგლებში ბავშვების მიერ შექმნილი საბავშო კოლექციებიც იქნება ნაჩვენები, რომელთაც პატარა მოდელები მოირგებენ.


რეგიონ მოდის კვირეულის ორგანიზატორები, პროდიუსერები იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე არიან, რომლებიც ამავდროულად ცნობილ პროექტს, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას უწევენ ორგანიზებას.


კვირეულის ფარგლებში მოეწყობა მოდელების მიერ, მშვიდობის თემაზე წარმოდგენილი პერფორმანსები. ასევე ადგილობრივი ხელისუფლება გორის კულტურული ღირებულებების ფარგლებში დიზაინერებთან შეხვედრას გამართავს.


პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი