"ხელისუფლებას უკან დასახევი გზები ჩაეხერგება 2020 წელს" - ნიკა მელია

12 Jun 2019 01:20

ხელისუფლებამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ უკან დასახევი გზები ჩაიხერგება 2020 წელს - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გადაცემა "არჩევანში".


მისი თქმით, მმართველ გუნდს ყველამ უნდა უთხრას, რომ ხალხი მზად არის, ხელისუფლების ცვლილებისთვის და ამაში ოპოზიცია ფეხს აუბამს.


ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ხელისუფლების ცვლილების ორი შანსი არსებობდა, ერთი 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მეორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ხელისუფლება ვერ შეიცვალა.


მელიას თქმით, 2016 წელს არჩევნები ისე არ გაყალბებულა, როგორც ეს სხვა დანარჩენ არჩევნებზე მოხდა. მელია ამბობს, რომ ახლა მთავარი 2020 წლის არჩევნები იქნება, 2016 წლიდან დღემდე ჩატარებული არცერთი არჩევნები, მათ შორის საპრეზიდენტო, არ გამოდგება იმის მაგალითად, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით არ წავა. 


„სხვა იყო 2016 წელს, ვიდრე 2018 წელს. 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად მოიპარა არჩევნები. შუალედური არჩევნები იყო, საზომად ვერ გამოდგება ვერც შარშანდელი და ვერც წლევანდელი, მესამე შანსი ხელისუფლების ცვლილების გვეძლევა 2020 წელს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს თუ ჩაინიშნა არჩევნები, 17 ოქტომბერს უნდა მოვიკრიბოთ მთელი ძალ-ღონე. ყველას ვეთანხმები, რომ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ. მაგრამ იმის თქმა, რომ მთაწმინდაზე, ზუგდიდსა და ზესტაფონში დამარცხდა ოპოზიციური კანდიდატი, ე.წ. ამას ვერ გავაგდებთ არჩვენებით, არ არის სწორი,“ -განაცხადა მელიამ.


მან მაგალითად მოიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები თელავში. მელიას თქმით, მას შემდეგ რაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა, თელავში  2011 წლის ოქტომბერში, შუალედურ არჩევნებში ენმ-მ 84% აიღო, 2012 წელს კი ოპოზიციამ მაშინდელ ხელისუფლებას მოუგო.


„ეგ სხვა არჩევნები არის უეფას დონის, მსოფლიო თასი თამაშდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ყველამ იცოდა სანდრას რომ გაემარჯვა ზუგდიდში, ან შავგულიძეს მთაწმინდაზე გახარია რჩებოდა მინისტრად, კობახიძე კი პარტიის თავმჯდომარედ, ეს ყველამ იცის,“-განაცხადა მელიამ.


მისი თქმით, ბევრისთვის არაფერს წყვეტდა არც საპრეზიდენტო არჩევნები. მელია ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ხელისუფლებას არჩევნებით შეცვლიდნენ, თუმცა რეალურად მეორე დღისთვის ემზადებოდნენ.


„რევოლუცია მოგვიწყვეს საარჩევნო უბნებზე. ახლა ჩვენ თუ გამოვალთ და ვიტყვით, არაფერი გამოვა და აზრი არ აქვს... მუშაობაა საჭირო და ამის დრო გვაქვს,“ - ამბობს მელია.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი