ბიძინა ივანიშვილმა „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ გაიგო, რომ ამომრჩეველს 20-20 ლარი დაურიგეო"- ირაკლი ოქრუაშვილი

11 Jun 2019 23:42

"გასულმა წელმა, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, აჩვენა, რაზეა ის წამსვლელი, რა  ტიპის მანიპულაციებზეა წამსვლელი, დაწყებული ფულის დახარჯვიდან კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვის პროცესში. "ვეფხისტყაოსანი" ყველამ ვისწავლეთ სკოლაში, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო უკუღმა.


„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ - მან გაიგო ასე, რომ 20-20 ლარი უნდა დაურიგოს გლახაკებს არჩევნების დროს და ეს არის მისი ქველმოქმედება.


რაც მეტად გაღარიბდება ქვეყანა, დაიცლება, რაც ნაკლები კრიტიკული მასა დარჩება ქვეყანაში, ის ბედნიერი იქნება ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც დარჩება გარკვეულ მასასთან, რომელსაც 20 ლარით იყიდის.


ამაზე თვალის დახუჭვა იქნება ქვეყნის დანაშაული, ეს იქნება ტოლფასი არჩევნების გაყალბებისა, არჩევნების გაყალბება რატომღაც ყველას ჰგონია, რომ შიგნით მანიპულირება რომ ხდება ოქმების გადაკეთება ეს არის. ეს ასე არ არის, გარეთ ფულის დარიგება დაშინება, კარტოფილის და ხახვის დარიგება ეს არის გაყალბება. ამ ყველაფრის წინააღმდეგ იქნება ჩვენი მუშაობა ყოველდღე.


რომაელების ლეგიონივით მწყობრი სტრუქტურა უნდა შევქმნათ, რომელიც გეგმა B-ს დროს ამუშავდება ეფექტურად. გეგმა B არის მარტივი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, თუ ხმის მიცემის პროცედურის შედეგად და მანამდე არსებული წინაპირობებით მივალთ იმ შედეგებამდე,როდესაც ხალხის ნება არ იქნება გათვალისწინებული, გადავალთ ბოლო ეტაპზე, როდესაც ადამიანებმა არჩევანი უნდა დაიცვან სახელისუფლებო შენობასთან. ხელისუფლება ბოლოს თავმოყრილია შუშის სასახლეში."


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი