"ზედმეტი სიყვარულით ადამიანებს ვაფუჭებ"- ნინი ქარსელაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

11 Jun 2019 01:20

მაღიზიანებს - დაუნახავობის სინდრომი;

ვრგძნობ - რომ გავიზარდე;

მეშინია - საყვარელი ადამიანის დაკარგვის;

ვიცი - უკიდეგანო სიყვარული;

არ ვიცი - გულში წყენის ჩადება;

შემიძლია - ერთგულება;

არ შემიძლია - სიყალბე, ღალატი;

ვმეგობრობ - ყველა ასაკის ადამიანთან;

ვაპატიებ - ყველაფერს :)

ვტირი - ძალიან ხშირად;

ვიცინი - თითქმის სულ;

ვეძებ - სიმყუდროვეს;

ღირსი ვარ - ეს უფალმა იცის;

ვჩხუბობ - უსამართლობაზე;

ვკარგავ - ნდობას ადამიანების მიმართ;

მშურს - ვისაც უპრობლემო სახის კანი აქვს :)

ვემალები - ზიზღს და სიბოროტეს :)

ვემტერები - ჩემს ოჯახზე ცუდის მთქმელს;

მაინტერესებს - ყველა სიახლე;

არ მაინტერესებს - სხვისი ცხოვრება;

მახსოვს - მხოლოდ პოზიტიური;

მრცხვენია - ჯერ-ჯერობით არაფრის;

უარვყოფ - სიყალბეს;

ვვადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - ცრემლებს;

ვინახავ - დღიურებს, რომელსაც ბავშვობიდან ვწერ;

მწამს - ღმერთის, სიყვარულის;

მიკვირს - უყურადღებობა;

მიხარია - ძალიან მინიმალურიც;

ვჭორაობ - ძალიან იშვიათად;

ვდარდობ - ჩემს საყვარელ ადამიანებზე;

ვამაყობ - ჩემი ოჯახით და მეგობრებით;

ვაკეთებ - ძალიან ბევრ რამეს;

ვეფერები - ყველას, ვინც მიყვარს და ვუყვარვარ;

მსიამოვნებს - კარგი მუსიკა და წიგნის კითხვა;

მესიზმრება - ძირითადად კოშმარები :)

ვეხმარები - ვისაც შემიძლია;

ვეწევი - მხოლოდ ელექტრო სიგარეტს;

მწყინს - დაუმსახურებელი კრიტიკა;

ვხარჯავ - ფულს, დროს და ენერგიას. ხშირად არასწორად;

ვღალატობ - არასოდეს, არავის!

ვკამათობ - ხშირად;

ვუხეშობ - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მეორე მხარე იწყებს;

ვუსმენ - კარგ მუსიკას, დედას, მეგობარს;

ვყოყმანობ - პირად ცხოვრებაში ნაბიჯის გადადგმას;

ვკითხულობ - წიგნს და სიახლეებს;

ვამზადებ - ყველაფერს ჩაქაფულის გარდა :)

ვუყურებ - სერიალებს, საინფორმაციოებს;

ვკლავ - მწერებს :) რისიც ყველაზე ძალიან მეშინია;

ვაფუჭებ - ადამიანებს, ჩემი ზედმეტი სიყვარულით;

ვცხოვრობ - იმ ტრადიციებით და ჩემი პრინციპებით, რომელზეც გავიზარდე;

ვცემ - პატივს შრომის მოყვარე ადამიანებს;

ვყვირი - როდესაც ვერ ვაგებინებ ჩემს სათქმელს :)

ვმღერი - სულ, ძილშიც კი;

ვასრულებ - დასახულ მიზანს და დავალებას 100 - იანზე;

დავდივარ - თეატრში, ვარჯიშზე;

ვმკურნალობ - სახის კანს:) ზოგადად ექიმებთან სიარული მიყვარს;

ვერიდები - ჩხუბს, უსიამოვნებას;

ვთამაშობ - ჩოგბურთს;

ვიტყუები - როდესაც სიმართლის თქმა საყვარელ ადამიანს დააზიანებს, გულს ატკენს;

ვეთაყვანები -  ნიჭს და შრომისმოყვარეობაც ერთად;

ვგიჟდები - ძაღლებზე;

მიყვარს - ვისაც ვუყვარვარ;

ვოცნებობ - ბევრ რამეზე;

ვფიქრობ - თითქმის სულ;

მძულს - არავინ;

ვნანობ - არაფერს;

კმაყოფილი ვარ - ამ ასაკამდე ჩემი განვლილი ცხოვრებით;

მენატრება - ბავშვობა;

მსურს - დიდ წარმატებას მივაღწიო;

ვაგროვებ - ტკბილ მოგონებებს და გამოდილებას;

ვიხდი - ხარკს;

ვეჭვიანობ - მხოლოდ საფუძვლიანად და იშვიათად;

"ვკაიფობ" - ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მჩუქნის;

ვიზიდავ - ბავშვებს :)

ვალამაზებ - ყველაფერს.


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: ანა მუკბანიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი