"ლადო კახაძეს მორალური უპირატესობა ჰქონდა ბატონ შავგულიძესთან მიმართებაში" - ანრი ოხანაშვილი

11 Jun 2019 00:02

ლადო კახაძეს შალვა შავგულიძესთან მიმართებაში მორალური უპირატესობა ჰქონდა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამით ოხანაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას საარჩევნო უბნებთან კრიმინალური პირების მობილიზების შესახებ. ოხანაშვილის თქმით, მთაწმინდელებმა შავსა და თეთრს შორის გააკეთეს არჩევანი.


„როდესაც წააგებს თქვენი გუნდი, იმის უნარიც უნდა გქონდეთ, რომ აღიაროთ წაგება და ადამიანს მიულოცოთ გამარჯვება, რომელიც ღირსეულად მოიპოვა. ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადომ დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა ღირსეული გამარჯვება, კულტურული, ცივილური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად. ამ ადამიანს მორალური უპირატესობა ჰქონდა ბატონ შავგულიძესთან მიმართებაში. მთაწმინდელებმა გააკეთეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის. ახლა გვეყოს იმის უნარი, რომ პარტიაზე მაღლა დავდგეთ და ამ ადამიანს მივულოცოთ გამარჯვება. არავინ არ თანამშრომლობს არანაირ კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას და კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი