დავით ნარმანიამ, გასულ წელს, მიწის ნაკვეთი ნახევარ მილიონ ლარად შეიძინა

10 Jun 2019 18:09

თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, გასულ წელს 180 აშშ დოლარად, თბილისში, დიღომი 7-ში, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულის შესახებ, დავით ნარმანია, მის მიერ, მიმდინარე თვეში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს.


ამავდროულად, თბილისის ყოფილი მერის ოჯახმა, გასულ წელს, შემოსავლის სახით 151 770 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა შეადგენს დავით ნარმანიას და მისი მეუღლის ხელფასებს. კეძოდ:


დავით ნარმანია -  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომისიის წევრი. მუშაობის პერიოდი: 01.01.2018 31.12.2018. მიღებული შემოსავალი: 127 360 ლარი;


დავით ნარმანია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი. სამუშაო პერიოდი -  01.01.2018 31.12.2018. მიღებული შემოსავალი - 17 280 ლარი;


დავით ნარმანია  -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელი. სამუშაო პერიოდი -  01.01.2018 31.12.2018. მიღებული შემოსავალი -  6 110 ლარი;


თინათინ თინიკაშვილი (დავით ნარმანიას მეუღლე)  - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ლექტორი, სამუშაო პერიოდი - 01.01.2018 31.12.2018; მიღებული შემოსავალი -  1 020 ლარი.  


ზემოთაღნიშნულის თანახმად, დავით ნარმანიას წლიური შემოსავალი, მის მეუღლის წლიურ შემოსავალს თითქმის 150-ჯერ აღემატება.


დავით ნარმანიას მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან აგრეთვე ირკვევა, რომ თბილისის ყოფილი მერი ფლობს შემდეგი სახის უძრავ ქონებას:


თინათინ თინიკაშვილი  -  მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელი ბოშური, 3 584 კვ.მ;

დავით ნარმანია - ბინა თბილისში, ბერბუთის 8., ბ.6, 97 კვ.მ;

დავით ნარმანია - მიწის ნაკვეთი ზუგდიდში, სოფ. კოკი, 3415 კვ.მ;


როგორც ნარმანია წერს, მის ოჯახს მოძრავი ქონება არ გააჩნია.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ნარმანიას საბანკო ანგარიშებზე, ჯამში 22 307 ლარი, ხოლო მისი მეუღლის საბანკო ანგარიშზე 60 ლარი.


დავით ნარმანია ასევე არის  კომპანია „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ თანამფლობელი, რომელსაც მის ძმასთან, ირაკლი ნარმანიასთან იყოფს. კომპანიას გასულ წელს შემოსავალი არ ჰქონია.


დავით ნარმანიას, ასევე აქვს შემდეგი სახის საბანკო ვალდებულებები:


სესხი, იპოთეკა, 50 000 აშშ დოლარი, პერიოდი - 27.04.2018-05.05.2022, საქართველოს ბანკი;

სესხი, იპოთეკა, 60 000 ლარი; პერიოდი  - 18.04.2019-05.04.2027, საქართველოს ბანკი;


თბილისის ყოფილ მერს, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასევე ჰქონდა შემდეგი სახის შემოსავალი უძრავი ქონების რეალიზაციიდან:


სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შემოსავალი, 11 500 ლარი;

უძრავი ქონების (ბინის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შემოსავალი, 105 000 აშშ დოლარი.


საინტერესოა, რომ დავით ნარმანია 2016 - 2018 წლებში, მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ძირითადად ორი სახის ქონებას უთითებს:  ბინა თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფ. კოკში. 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ჩნდება მიწის ნაკვეთი მისი მეუღლის სახელზე, გორში. 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი, აღნიშნულ ქონებებს ემატება მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღომი 7-ში. გარდა ჩამოთვლილი უძრავი ქონებისა, დავით ნარმანიას ქონებრივ დეკლარაციებში არ აქვს აღნიშნული სხვა სახის უძრავი ქონება.


ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომელი ქონების რეალიზაციიდან მიიღო 105 000 აშშ დოლარი  თბილისის ყოფილმა მერმა და თუკი უკვე რეალიზებული ქონება აღნიშნულ წლებშიც გააჩნდა, რატომ მალავდა და არ უთითებდა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში?!



ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი