ლადო კახაძე - 61,83%, შალვა შავგულიძე - 38.17% - წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო

10 Jun 2019 01:56

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი