ცოლის სახელზე გადაფორმებული მილიონები და მიჩქამლული(?!) უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

06 Jun 2019 18:14

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გასულ წელს შემოსავლის სახით 60 654,6 ლარი მიიღო, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მისი მოადგილეების შემოსავლები.


ცნობისთვის, გასულ წელს გახარიას მოადგილეების შემოსავლები ასე გადანაწილდა:


კახაბერ საბანაძე - 109 034,26 ლარი;

ნათია მეზვრიშვილი - 106 382,42 ლარი;

ნინო ჯავახაძე - 106 658,25 ლარი;


მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ლევან კანკავას გასული წლის ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, ხოლო გახარიას მეხუთე მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა თანამდებობაზე, შესაბამისად ვერ ვისაუბრებთ მის შემოსავალზე.


გიორგი გახარია, მის მიერ, 2019  წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ მის ოჯახს უძრავი ქონება ფაქტობრივად არ გააჩნია, ხოლო მოძრავი ქონებიდან, მის ოჯახს გააჩნია მხოლოდ ერთი ავტომობილი, (ტოიოტა RAV4), რომელიც 2016 წელს შეიძინეს  22000  აშშ დოლარად. ავტომობილი, მინისტრის მეუღლის, სახელზეა გაფორმებული.


მინისტრის მეუღლე მარიკა ფანცულაიაა, რომელიც ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობს და მისი გასული წლის ხელფასი  ჯამში 11 372 ლარი იყო.


გიორგი გახარიას ოჯახს, აგრეთვე ჰქონდა 720 000 ლარის ღირებულების შემოსავალი,  მარიკა  ფანცულაიას უძრავი ნივთის ნასყიდობის საფუძველზე. რაც შეეხება გასავალს, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე მის ოჯახს ჰქონდა 5 220 ევროს ოდენობის გასავალი, შვილის სწავლის გადასახადის უზრუნველსაყოფად.


ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი გახარიას საბანკო ანგარიშებზე იყო - 4 850 ლარი და 266 აშშ დოლარი, ხოლო მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე 1192 ლარი და 520 006  აშშ დოლარი.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი გახარიას, მის მიერ, მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში უძრავი ქონების გრაფა ცარიელი აქვს დატოვებული. ის არ უთითებს, არც თავის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლს.  


გიორგი გახარია, მის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, ოჯახის წევრების გრაფაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად მშობლებს - ზაურ გახარიას და მზია ლეჟავასაც აღნიშნავს.


ამ დროისთვის გახარიას ოჯახს უძრავი ქონების სახით გააჩნია:


გიორგი გახარია - ბინა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი - 76.00 კვ.მ;


მარიკა ფანცულაია -  მიწის ნაკვეთი საქართველო, ქ. თბილისი, მაზნიაშვილის ქ. 4ა, ფართობი - 395.00 კვ.მ;


მზია ლეჟავა -  ბინა საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი 2 მ/რ 2 კვ კორპ 7 ბინა 60, ფართობი - 80.00 კვ.მ;


მზია ლეჟავა - ბინა საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი 2 მ/რ 2 კვ კორპ 7 ბინა 60, ფართობი - 80.00 კვ.მ;


ზაურ გახარია - ავტოფარეხი საქართველო, ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12, ფართობი - 20.30 კვ.მ;


ზაურ გახარია - არასაცხოვრებელი ფართი საქართველო, ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12, ფართობი - 14.00 კვ.მ;


ზაურ გახარია - მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ;


ზაურ გახარია - მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ.


იმავე დეკლარაციაში ზაურ გახარიას სახელზე ფიქსირდება მშენებარე ბინა ( ნასყიდობა, ბინა 82კვ.მ ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, 123 750.00 აშშ დოლარი). საინტერესოა, პირმა, რომლის შემოსავალსაც არც ერთ ლარს არ უთითებდა მინისტრი მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, როგორ შეძლო 123 750.00 აშშ დოლარის ღირებულების მშენებარე ბინის შეძენა.


რაც შეხეება ანგარიშებს ქართულ და უცხოურ ბანკებში:


გიორგი გახარია - ,,ვი–თი–ბი ბანკი'' მიმდინარე 1500.00 GEL კრედიტი(+)


გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 35000.00 USD კრედიტი(+)


გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი საკრედიტო 30000.00 RUB კრედიტი(+)


გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 5600.00 RUB კრედიტი(+)


მარიკა ფანცულაია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 17300.00 USD კრედიტი(+)


ამ დროისთვის, გიორგი გახარია მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში (LLS "Koxta", რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, მიუსსკაია მოედანი 1 პარტნიორი ქ.მოსკოვის № 46 საგადასახადო ორგანო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დრო -  12/07/2001 12/07/2001 - უვადო), საიდანაც შემოსავლის სახით, მთელი წლის მანძილზე მიღებული ჰქონდა 82 000.00 აშშ დოლარი.


იმავე პეიროდში, გიორგი გახარია მუშაობდა ლუფტანზა სერვის გრუპ ლსგ-ში. თანამდებობის დასახელება: ბიზნესის განვითარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპა, საიდანაც შემოსავლის სახით, მთელი წლის მანძილზე მიღებული ჰქონდა  88 000.00 ევრო.


იმავე წელს გაარემონტა ბინა, რისთვისაც მან გაიღო 110 000 ლარი.


2014 - 2015  წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში უცვლელია, გახარიების ოჯახის უძრავი ქონების რაოდენობა; იცვლება მხოლოდ შემოსავლების ოდენობა.


2016 წელს შევსებულ ქონებრივ აღწერაში, უკვე გიორგი გახარიას მშობლები აღარ გვხვდებიან, ხოლო ქონების ოდენობა შემცირებული სახითაა ჩამოთვლილი.


კერძოდ:


გიორგი გახარია - ბინა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი - 76.00 კვ.მ;


გიორგი გახარია - ბინა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი - 76.00 კვ.მ;


გიორგი გახარია - ბინა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი - 76.00 კვ.მ;


ზაურ გახარია - მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ;


ზაურ გახარია -  მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ;


საინტერესოა, თუკი ამ პერიოდიდან  მშობლებთან ერთად აღარ ცხოვრობდა შს მინისტრი, მაშინ რატომ უთითებს მამის ქონებას.


2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, გიორგი გახარია წერს, რომ მის ოჯახს ერთადერთი ქონება გააჩნია, კერძოდ:


მარიკა ფანცულაია  - 100% მიწის ნაკვეთი 2011 ნასყიდობა 79900GEL საქართველო, ქ. თბილისი, მაზნიაშვილის ქ. 4ა, 395 კვ.მ;


(იმავე წელს იწყებს მუშაობას  მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია ავერსის ცენტრალური კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად. გიორგი გახარია კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრად.).


შემოსავლებში კი უთითებს, რომ მას ჰქონდა ნასყიდობა, უძრავი ქონების სახით, (გაყიდა მოსკოვში მდებარე ბინა), საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 350 000 აშშ დოლარი შემოსავლის სახით, რომელიც როგორც ჩანს მეუღლეს გადაუფორმა, რადგანაც მომდევნო წელს, მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება საქართველოს ბანკის ანგარიშზე.


2018 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში კი გიორგი გახარიას ოჯახის ქონებრივ დეკლარაციაში არსებით ცვლილებებს ვერ ვხვდებით.


საინტერესოა, რატომ არ უთითებს შინაგან საქმეთა მინისტრი მის მეირ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში თავის საცხოვრებელ სახლს. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში განგვიმარტეს, თუკი გახარია მშობლებთან ერთად ცხოვრობს, უნდა უთითებდეს მშობლებსაც და საცხოვრებელ სახლსაც, ხოლო თუ მშობლებთან არ ცხოვრობს, უნდა უთითებდეს საკუთარ სახლს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს უძრავი ქონების მიმალვას.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი