მიხეილ კალანდიას ოჯახი დუმილს არღვევს

05 Jun 2019 22:17

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახი ალაპარაკდა. კალანდიები ყველა არაფორმალურ გარიგებაზე საჯაროდ საუბარს აპირებენ. მათ პირველი "კარტი" დღეს გახსნეს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას მტკიცებით, ბრალდებულმა ჩვენებები, რომლის გამოც მიხეილ კალანდია არასანდო მოწმედ გამოაცხადეს, არა საკუთარი სურვილით, არამედ მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძის ზეწოლით შეცვალა.


მიხეილ კალანდიას მამამ კი IPN-თან საუბრისას ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბიძა მოწმეების მოსყიდვაში დაადანაშაულა. თენგიზ კალანდიას განცხადებით, ვანო ნაკაიძე, რომელიც ბიძინა და ბერა ივანიშვილებთან დაახლოებული პირია, მისი შვილის წინააღდეგ ჩვენებებში ფულს იხდიდა.


მიხეილ კალანდიას ოჯახი პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინიტროს იმ მაღალჩინოსნების დაკავებას სთხოვს, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ არასრულწლოვნები დააკავა, იზოლატორში სცემა და წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელმოწერა აიძულა.


ლუკა კალანდია ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩასაქრობად მკვლელობის საქმეზე პოლიცია რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაკავებას ცდილობდა, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის დამნაშავე.


ლუკა კალანდიას ნათქვამიდან მტკიცდება, რომ გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი სიმართლეს ყვება. სუბელიანი ამბობდა, რომ მოზარდები მკვლელობის საქმის გაყალბებაში პროკურატურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ამავე ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანს კომპრომატები თბილისის ყოფილ პროკურორსა და გამოძიებაში ჩართულ არაერთ პირზე აქვს.


წელიწადი და 7 თვე სახელმწიფო ბრალდება ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი გ.ჯ მონაწილებდა. პროკურორები პირველივე დღიდან იცავდნენ მიხეილ კალანდიას და დაზარალებული მხარის მტკიცების მიუხედავად მის მიმართ კითხვები პროკურორებს არასდროს გასჩენიათ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არც ახლა აქვს და კალანდიას დაკავებით პოლიტიკური დავალება შეასრულა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი