"უთქმელი სიტყვა მომიღებს ბოლოს" - ბესარიონ ჩანქსელიანი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

05 Jun 2019 01:29

ბესარიონ ჩანქსელიანი არის მოცეკვავე და გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან:


მაღიზიანებს  -  როცა დაუმსახურებლად  მაქებენ;

ვგრძნობ  -  ადამიანებს ვუყვარვარ და ეს მაბედნიერებს;

მეშინია  -  ისე მოვკვდები რომ ჩემს ბევრ იდეას ვერ განვახორციელებ;

ვიცი  -  რაც არ უნდა დიდი შეცდომა დავუშვა ჩემი ოჯახი ზურგს არ შემაქცევს;

არ ვიცი  -  რა იქნება მომავალში;

შემიძლია  -  ტკივილიც კი სიამოვნებად ვაქციო;

არ შემიძლია  -  შეუძლებელი არაფერი მგონია;

ვმეგობრობ  -  ერთ „ციგან“ ბიჭთან ეგეთი გულიანი არავინ მეგულება ჩვენს ქალაქში;

ვაპატიებ  -  ვინც გულწრფელად მთხოვს პატიებას;

ვტირი  -  დედაჩემის მოღრუბლული თვალების ნახვისას;

ვიცინი  -  როცა მინდა რაღაც დავმალო;

ვეძებ  -  ახალ ჰორიზონტს;

ღირსი ვარ  -  ღირსი ხარ ბესარიონ“ეგრე ვეუბნები საკუთარ თავს როცა მაწყენინებენ;

ვჩხუბობ  -  როცა უპასუხისმგებლოდ იქცევა ჩემი მოცეკვავე;

ვკარგავ  -  ადამიანებს;

მშურს  -  ყველაფერი ცუდი დამიძახეთ ოღონდ შურიანი მართლა არ ვარ;

ვემალები  -  მარტოობას ან გავურბივარ;

ვემტერები  -  ჩემში ნეგატიურ აზრს;

მაინტერესებს  -  ცის სიღრმე;

არ მაინტერესებს  -  მედროვე ადამიანები;

მახსოვს  -  ბაჩო;

მრცხვენია  -  საკუთარი უვიცობის;

უარვყოფ  -  ქედმაღალ პოეტებს;

ვავადმყოფობ  -  სიყვარულით ცეკვით და პოეზიით;

ვმალავ  -  ფაკულტეტს რაზეც ვსწავლობდი ;დ

ვინახავ  -  მოგონებებს;

მწამს  -  რომ ღმერთი ჩემშია;

მიკვირს   -  ყველა თემაზე მოსაუბრე „გენიოსების";

მიხარია   -   თუ ვინმეს ჩემი საქციელით  ვაბედნიერებ;

ვჭორაობ  -  ჩემს მეორე მეზე არაპროგნოზირებადზე და იდიოტზე;

ვდარდობ  -  რომ უთქმელი სიტყვა მომიღებს ბოლოს;

ვამაყობ  -  ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ  -  იმას რაც მე მანიჭებს სიამოვნებას;

ვეფერები  -  ჩემი ეზოს მზეებს ანუ ყვავილებს;

მსიამოვნებს  -  როცა ერთ სიტყვას ვამბობ და ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა;

მესიზმრება  -  არაფერი;

ვეხმარები  -  თუ ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება;

ვეწევი  -  29 დღე არ მომიწევია მაგრამ მაინც დავუბრუნდი;

მწყინს  -  ცივად ნათქვამი გამარჯობაც კი;

ვხარჯავ  -  ხელფასის დღესვე;

ვღალატობ  -  საკუთარ პრინციპებს;

ვკამათობ  -  მათთან ვისთანაც ვხვდები რომ აზრი აქვს;

ვუხეშობ  -  მათთან ვინც ჩემს პროფესიას მეორეხარისხოვნად თვლის;

ვუსმენ  -  ბუნებას ნიაზ დიასამიძეს და დედაჩემს როცა მლანძღავს;

ვყოყმანობ  -  გადაწყვეტილების მიღებისას თუ ეს მხოლოდ მე არ მეხება;

ვკითხულობ  -  ბოლოს რა წავიკითხე არც კი მახსოვს;

ვამზადებ  -  ბავშვებს ;დ

ვუყურებ  -  დრამებს თრილერს;

ვკლავ  -  ყველაზე მეტად არ მინდა მკვლელი რომ გავხდე;

ვაფუჭებ  -  ეს  ნიჭი ბავშვობიდან დამყვა;

ვცხოვრობ  -  ნაკლებად რეალურ სამყაროში და არ ვარ ძლიერი ყრუ რეალობასთან შეჯახებისთვის;

ვცემ  -  არ ვარ ძალადობის მომხრე;

ვყვირი  -  როცა ტკივილს ვერ ვიტევ;

ვმღერი  -  არ გირჩევთ მოსმენას;

ვასრულებ  -  დანაპირებს;

დავდივარ  -  იქ სადაც ვიცი რომ გულით მიმიღებენ;

ვმკურნალობ  -  ცუდი მკურნალი ვარ;

ვერიდები  -  დაპირისპირებას;

ვთამაშობ  -  ჩემს ძაღლთან ერთად;

ვიტყუები  -  თუ ეს სხვა ზიანს არ მიაყენებს;

ვეთაყვანები  -  უშგულს და მის დიად მთებს;

ვგიჟდები  -  ერთი ბავშვია სახელი არ ვიცი უბრალოდ  ვგრძნობ რომვუყვარვარ და მიყვარს  მის თვალებში ღმერთი სახლობს;

მიყვარს  -  სიტყვა ადამიანი;

ვოცნებობ  -  ბევრი ოცნება მაქვს ეხლა კლიპის გადაღება მინდა სადაც ლეჩხუმის ლამაზ ბუნებას და ანსამბლს გავაერთიანებ;

ვფიქრობ  -  ფიქრი ყველაზე საჭირო და აუცილებელი უნარია;

მძულს  -  არაფრის მომცემი ლაპარაკი;

ვნანობ- იმას რაზეც საჯაროდ არ ვსაუბრობ;

კმაყოფილი ვარ  -  არ ვიცი კმაყოფილება გამაძღარს მაგონებს და ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში;

მენატრება  -  ის ეტაპი როცა უნივერსიტეტის ანსამბლში ვცეკვავდი;

მსურს  -  უკეთესი საქართველო ვნახო;

ვაგროვებ  -  ჩემი სულის მონათესავე ადამიანებს;

ვიხდი  -  ჯინსს და ვიცვამ ჩოხას ნუ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ვცდილობ ეროვნული სამოსი მეცვას;

ვეჭვიანობ  -  არ მგონია რომ ეჭვიანი ვიყო;

„ვკაიფობ“  -  სიტუაციას და ადამიანების გარემოცვას გააჩნია;

ვიზიდავ  -  წყალწაღებულ რომანტიკოსებს;

ვალამაზებ  -  მეტისმეტად თავმდაბალი ვარ საიმისოდ რომ ვთქვა მე ვალამაზებთქო;



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


კომენტარები:

ფართი შოპი