ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მტკიცებილებად წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ცნო­ბა წა­რად­გი­ნა

04 Jun 2019 23:32

ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის საქ­მის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ად­ვო­კატ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შო­რის წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ცნო­ბა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ჯი­ბღაშ­ვი­ლის პი­როვ­ნულ და­ხა­სი­ა­თე­ბას ეხე­ბა.


დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდაო გა­ხა­და.


რო­გორც ჯი­ბღაშ­ვი­ლის ად­ვი­ო­კა­ტი, ანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რად­გან ჯი­ბღაშ­ვილ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდაო გა­ხა­დეს.


"ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი მის მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას აღი­ა­რებს, გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უდა­ოდ მი­ვიჩ­ნი­ეთ. ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იყო, მათ შო­რის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ცნო­ბას, ეს არის სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის და­ხა­სი­ა­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ტე­ტიშ­ვილ­მა.

Ambebi.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი