"გუშინ საკუთარი თვალით ვნახე რა დაჩმორებულ მდგომარეობაშია ჩვენი სასამართლო"- მერაბ მეტრეველი

03 Jun 2019 00:57

"გუშინ საკუთარი თვალით ვნახე რა დაჩმორებულ მდგომარეობაშია ჩვენი სასამართლო. ნეტა არ მენახა!


ბათუმში მერიის დაკავებული მაღალჩინისნების პროცესს დავესწარი. როგორც იცით, ერთი მათგანი ჩემი მეგობარია. აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ამიტომ აქ არ მოვყვები რატომ ვარ დარწმუნებული ჩემი მეგობრის უდანაშაულობაში და გუშინ საქმის დეტალების მოსმენის მერე ეს რწმენა კიდევ უფრო რატომ გამიმყარადა. მხოლოდ შვიდივესთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე მინდა გითხრათ. 


თავი დავანებოთ იმას, რომ ზოგადად გაუგებარია, არაძალადობრივ დანაშაულზე (ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულზე) რატომ უნდა გამოიყენებოდეს წინასწარი პატიმრობა, (მით უმეტეს როცა ბრალდრბა არ არის ქრთამის აღება) ჩემს მეგობარს, ბათუმის ვიცე-მერს, თენგიზ პეტრიძეს და კიდევ ორს, რა მუხლიც აქვთ მიყენებული, როგორც ადვოკატმა თქვა, მაქსისმუმ სამ წლამდე პატიმრობას და მინიმუმ ჯარიმას ითვალისიწნებს. ჰოდა, ასეთი შედარებით მსუბუქი მუხლის შემთხვევაში მაინც რა აუცილებლიბაა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა?! ან როგორ შეიძლება 7 ადამიანს, რომელთაც სხვადადვა ბრალი აქვთ, ერთი სტანდარტით მიუდგეს ან პროკურატურა, ან სასამრთლო? პროკურორები დაზუთხულივით იმეორებდნენ ერთი და იგივე ტექსსტსს ყველა მათგანთან მიმართებაში: დაემალება გამოძიებას, მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე, ჩაიდენს ახალ დანაშაულს. 


ეს ბოლო არგუმენტი იმდენად სასაცილოა, მსჯელობაც არ ღირს. პირველ ორსს რაც შეეხება, საკმარისია იმის ცოდნა, რომ უკვე ორი წელია ეს გამოძიება მიდის და ამ ადმაიენბს არც ერთხელ დაკითხვისთვის თავი არ აურიდებიათ და მიუხედავად იმისა, რომ მაღალ თაბამდებებზე იყვენენ, არავისზე ზეწოლა არ მოუხდებიათ. ან რატომ გაიქცევი ქვეყნჯდან და გაირთულებ საქმეს, როცა ისეთი მუხლი გაქვს,.მიყენებული, რომ შეიძლება ბოლოს მხოლოდ ჯარიმაც კი მოგისაჯონ? სადაა აქ ლოგიკა? 


ლოგიკა ერთია: პროკურატურას არ სურდა დაეშვა მის მიერ ასე ზარზეიმით დაკავებული ხალხი სასამრთლოს გაეშვა და ეს პიარ აქცია გაუფერულებულიყო. სასამართლოც მის ნებას დაემორჩილა. მოსამართლე, ლევან გელოვანი ჯერ იმდენ ხანს იყო გასული სათათბიროდ ( დაახლოებით ორი საათი), იფიქრებდი აღმკვეთის ღონისძიებას კი არ იხილავს, უკვე განაჩენის სამოტივაციო ნაწილს წერსო, მერე როგორც იქნა, რომ გამოვიდა, ეს კაცი, რომელიც მანამდე საკმაოდ ხმამააღლა მიმართავდა ყველას, უცებ დაპატარავებულ წელში მოხრილ არსებად გადაიქცა და გადაწყვეტილებას ისე სწრაფად, ხმადაბლა და ბურტყუნით კითხულობდა, 80 პროცენტი სიტყვების არ გვესმიდა. გული ამერია ამ საცოდაობას რომ ვუყურებდი!"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი