"ზურაბ ადეიშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მისი ადგილი არის ციხეში!"- დავით ზურაბიშვილი

02 Jun 2019 23:14

"როგორც გავიგე, დღეს რუსთავი-2-ე იქნება ინტერვიუ ბ-ნ ზურაბ ადეიშვილთან.


არ ვიცი რაზე იქნება იქ ლაპარაკი, მაგრამ წინასწარ უნდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით: ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მისი ადგილი არის ციხეში.


და მისი ადგილი იქ არის უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის იყო უშუალო ხელმძღვანელი და იდეოლოგი სასამართლოს სისტემის პროკურატურის ნოტარიუსად გადაქცევისა და მურუსიძე-ჩინჩალაძეების ტიპის მოსამართლეების ჩანერგვისა ამ სისტემაში. მისი აწყობილი გახლდათ აგრეთვე საპროცესო გარიგებების საბიუჯეტო შემოსავლის წყაროდ გადაქცევის სისტემა პრინციპით, "რაც მეტი პატიმარი გყავს, მით მეტი ფული შედის ბიუჯეტში."


ახლანდელი ხელისუფლება რომ ბაჩო ახალაიას ვაშლის გათლას ედავება და მიშა სააკაშვილს პიჯაკებს, ეს ამ ბედოვლათი მთავრობის პრობლემაა და არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების დამონება-დაჩმორების მთავარი ორგანიზატორი არაა დამნაშავე.


და რაც არ უნდა მოხდეს, რა სისულელეები და მავნებლობებიც არ უნდა ჩაიდინოს ამ ხელისუფლებამ, მე ყოველთვის ვიქნები ამ დამნაშავის რეაბილიტაციის პრინციპული და კატეგორიული წინააღმდეგი."


კომენტარები:

ფართი შოპი