"მრცხვენია, როცა ჩემზე ლაპარაკობენ" - ავთო გვასალია: ბლიც - ინტერვიუ საკუთარ თავთან

30 May 2019 22:30

ავთო გვასალია არის ჟურნალისტი და გახლავთ აფხაზეთის მხრიდან:


მაღიზიანებს-  ყველაფერი ყალბი;

ვგრძნობ- არსებობას;

მეშინია- მარტოობის;

ვიცი- ცოტა;

არ ვიცი- ბევრი;

შემიძლია- ვიყო გულწრფელი;

არ შემიძლია- თავის მოკვლა;

ვმეგობრობ- ცოტასთა;

ვაპატიებ- ბევრჯერ;

ვტირი- იშვიათად;

ვიცინი- ხმამაღლა;

ვეძებ- მთავარს ცხოვრებაში;

ღირსი ვარ- მემგონი ეს სხვამ უნდა გადაწყვიტოს;

ვჩხუბობ- როცა მშია;

ვკარგავ- ნდობას, როცა იტყუებიან;

მშურს- რატომ უნდა მშურდეს?!  

ვემალები- მზეს;

ვემტერები- ჩემს თავს, როცა ვერ ვაკონტროლებ;

მაინტერესებს- სად მთავრდება სამყარო. ან იწყება თუ არა სადმე...

არ მაინტერესებს- ფეხბურთი;

მახსოვს- პირველი დღე სკოლაში;

მრცხვენია- როცა ჩემზე ლაპარაკობენ;

ვავადმყოფობ- შემოდგომაზე;

ვმალავ – ...და ვერ ვიტყვი;

ვინახავ- ნივთებს, რომელიც მახსენებს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს;

მწამს-  მთავარი გრძნობის - სიყვარულის ;

მიკვირს- როცა ვერ მიგებენ;

მიხარია- როცა ვისვენებ;

ვჭორაობ- ტაქსის მძღოლებთან;

ვდარდობ- როცა რაღაც არ გამომდის;

ვამაყობ- ჩემი ოჯახით;

ვაკეთებ- იმას, რაც მიყვარს;

ვეფერები- პატარებს და დედას;

მსიამოვნებს- როცა წვიმს;

მესიზმრება- ხშირად, რომ ვერ ვლაპარაკობ;

ვეხმარები- მოხუცებს;

ვეწევი- 5 ღერს დღეში;

მწყინს- მხოლოდ იმისგან ვინც მიყვარს;

ვხარჯავ- დიდ ენერგიას როცა საქმის ბოლომდე მიყვანა მინდა;

ვღალატობ- საკუთარ თავს, როცა პირობას არ ვასრულებ;

ვკამათობ- მხოლოდ მასთან, ვისაც ეს შეუძლია;

ვუხეშობ- როცა ამის მიზეზს მაძლევენ;

ვუსმენ- დის რჩევას და კრიტიკას;

ვყოყმანობ- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს;

ვკითხულობ- ზამთარის და ზაფხულის შვებულების დროს;

ვამზადებ- საკუთარ თავს ყოველდღიურად;

ვუყურებ- ერთი და იგივე ფილმს ბევრჯერ (თუ ძალიან მომწონს);

ვკლავ- ნეგატიურ ემოციას;

ვაფუჭებ– როცა იმას ვკიდებ ხელს რაც არ მესმის;

ვცხოვრობ- თითქმის ისე როგორც მინდა რომ ვიცხოვრო;

ვცემ- განსაკუთრებულ პატივს დედას;

ვყვირი- იშვიათად; 

ვმღერი- სახლში;

ვასრულებ- დაწყებულ საქმეს;

დავდივარ- ფეხით, მეტროთი და ავტობუსით;

ვმკურნალობ- ჩემი მეთოდებით;

ვერიდები- კონფლიქტურ ადამიანებს;

ვთამაშობ- ბავშვებთან;

ვიტყუები- როცა თავიდან მინდა ავირიდო რაღაც საქმე;

ვეთაყვანები- არავის. ეს სიტყვა არ მიყვარს;

ვგიჟდები- ჩემს საქმეზე;

მიყვარს- ოჯახი, მეგობრები...

ვოცნებობ- რომ მივაღწიო ჩემს მიზნებს;

ვფიქრობ- ყველაფერი კარგად იქნება;

მძულს- ზურგს უკან მოლაპარაკე ხალხი;

ვნანობ- რომ უფრო მეტი დრო არ გავატარე მასთან, ვისთანაც შემეძლო ყოფნა;

კმაყოფილი ვარ- იშვიათად;

მენატრება- სკოლა;

მსურს- უჰ! ბევრი რამ.. .

ვაგროვებ- მინდა ვაგროვებდე ფულს;

ვიხდი- მადლობას და ბოდიშს;

ვეჭვიანობ- ახლო ადამიანებზე;

„ვკაიფობ“- ცხოვრებით;

ვიზიდავ- არ ვიცი რას ან ვის;

ვალამაზებ- ჩემს ირგვლივ არსებულ სივრცეს.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები


ფოტო: ალექსანდრე სხულუხია



ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი